სერვისის განვითარების და ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსი

გრანდ ელექტრონიქსი

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი Grand Electronics აცხადებს ვაკანსიას სერვისის განვითარების და ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსიპოზიციაზე.

 

კომპანია დაარსდა 1996 წელს და მას შემდეგ ახდენს ტექნიკის ყველა ასორტიმენტის რეალიზაციას საქართველოს საცალო და საბითუმო ბაზარზე.

2006 წელს კომპანიამ შეიცვალა დასახელება და „Grand Electronics”-ის სახელით პირველი მაღაზია გახსნა სავაჭრო ცენტრ მეგალაინში. შემდგომში დაემატა გლდანის, ვარკეთილის, ისთ-ფოინთისა და სითი მოლის ფილიალები. კომპანია აწარმოებს იმპორტს ჩინეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან. ხარისხიანი და ფართო ასორტიმენტის პროდუქციით, საუკეთესო ფასებითა და მომსახურების მაღალი ხარისხით „გრანდ ელექტრონიქსი“ ჯანსაღ კონკურენციას უწევს ბაზარზე არსებულ დიდ ბრენდებს.

 

სამუშაო განაკვეთი: სრული

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება
  • ახალი მომსახურების არხების განვითარების ხელშეწყობა
  • პრობლემებისა და ინციდენტების მაქსიმალური გამოვლენა და დროული გადაწყვეტა
  • „ფრონტ“ და „ბექ „ოფისებთან სწორი მუშაობა შესაბამისი ხარისხის და ვადების უზრუნველყოფის მიზნით
  • მომხმარებლების უკმაყოფილების მინიმიზაცია
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების პროექტების მომზადება და სწორი დაგეგმვა
  • არსებული  პარტნიორების  ლოიალურობის ამაღლების მიზნით იდეების მოფიქრება და განხორციელება
  • მომსახურების ხარისხის კონტროლის მეთოდებისა და არხების განსაზღვრა და მუდმივი განვითარება
  • კონტროლის არხების შედეგიანობის შეფასება
  • სტანდარტებისა და პროცედურების განვითარების საჭიროებებისა და შესაძლებლობების მუდმივი გამოვლენა
  • კომპანიის ბიზნეს პროცესების აღწერა,ეფექტრური პროცესების წარდგენა-დამკიცება  და დანერგვა
  • თანამშრომლების სწავლებისათვის საჭირო მაღალი ხარისხის კონტენტის ფორმირების უზრუნველყოფა
  • მიმდინარე რეჟიმში მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა, დარღვევის შემთხვევებზე შესაბამისი რეაგირება
  • მიმდინარე რეჟიმში მომსახურებაში არსებული პრობლემებისა და ინციდენტების,ასევე საოპერაციო რისკების მაქსიმალური გამოვლენა და გადაწყვეტის კოორდინაცია
  • მიმდინარე მომსახურების პროცესში არასტანდარტული პრობლემებით მომსახურების შეფერხების შემთხვევების მაქსიმალური გამოვლენა და შეფერხებებზე სათანადო რეაგირება
  • არსებული მომსახურეების სივრცეების მუდმივი დახვეწა/გაუმჯობესება და სერვისის განვითარებაზე ზრუნვა
  • დისტანციური არხების /“ონლაინ“ სერვისის განვითარების საჭიროებებისა და შესაძლებლობების გამოვლენა , დაგეგმვა  და დანერგვა
  • პროცესების ოპტიმიზაცია -გამარტივება-განვითარების მიზნით ტექნიკური დავალებების შემუშვება და ვენდორებთან ურთიერთობა

 

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკური/ფინანსური  მიმართულებით ;
  • ბიზნეს პროცესების აღწერის სტანდარტიზა დანერგვის გამოცდილება
  • Visio; BPMN  ან/და სხვა ტექნიკური აღწერის საშუალებების გამოყენებით პროცესებზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია MS Excel-ის Project-ის PowerPoint-ს ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (ბიზნეს კომუნიკაციისათვის და წერილობით დონეზე).
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველი მომსახურების სფეროში გამოცდილება“

 

პიროვნული თვისებები:

  • მენეჯერული უნარ- ჩვევები;
  • გუნდურად მუშობის უნარი;
  • კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
  • კომუნიკაბელური;

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ გარემოსა და გუნდს, სადაც შეძლებთ მუდმივ განვითარებასა და პიროვნულ რეალიზაციას;
  • თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

 

ვაკასიით დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ელ-მისამართზე: hr@grandel.ge გთხოვთ, სათაურის ველში ( Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსული განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

 


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 02/03/2021
ბოლო ვადა: 30/03/2021

მსგავსი ვაკანსიები: