სერვისის ადმინისტრატორი ბათუმში

საქართველოს ფოსტა

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს ვაკანსიას  სერვის ადმინისტრატორის თანამდებობაზე ქ. ბათუმი.

 

სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 09:00 17:00; შაბათი - 09:00 – 14:00.

 

ანაზღაურება - 400 ლარი.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სერვისცენტრის მომხმარებლების მომსახურება, კერძოდ
  • მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
  • პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება;
  • საფოსტო ბარათების, მარკებისა და კონვერტების გაყიდვა.
  • მომხმარებელთა კონსულტაცია გზავნილის დამისამართებასა და თანმხლები დოკუმენტების შევსებისას.
  • მომხმარებლებისაგან სხვადასხვა ტიპის განცხადებების მიღება;
  • მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია 3 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე (B2 დონეზე);
  • MS პროგრამების ცოდნა;

 

უნარ–ჩვევები:

  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გამართულად მეტყველება;
  • გუნდური მუშაობა.

 

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:

  • ჯგუფური გასაუბრება ;
  • ტესტირება;
  • ინდივიდუალური გასაუბრება;
  • სტაჟირება.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge  გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ  ვაკანსიის დასახელება - სერვის ადმინისტრატორი.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 11.04.2020

400 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
ბათუმი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 28/03/2020
ბოლო ვადა: 11/04/2020

მსგავსი ვაკანსიები: