სერვისცენტრის მენეჯერი სამტრედიაში

საქართველოს ფოსტა

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს ვაკანსიას სერვისცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე სამტრედიაში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სერვისცენტრის ხელმძღვანელობა: სერვის ცენტრის სამუშაო პროცესის დაგეგმვა და მისი კონტროლი;
  • კლიენტებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევის კოორდინირება და მონიტორინგი
  • სერვისცენტრში კლიენტების  მაღალი სტანდარტით მომსახურების უზრუნველყოფა
  • დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ფუნქცია-მოვალეობების განაწილება, მათი სამუშაოს კოორდინირება, შესასრულებელი სამუშაოს ზედამხედველობა
  • სერვისცენტრის საქმიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოება, მათი ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია გაყიდვების ან კლიენტთა მომსახურების სფეროში
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა კარგ სამუშაო დონეზე
  • MS პროგრამების ცოდნა.

 

უნარ–ჩვევები:

  • მართვისა და ხელმძღვანელობის უნარი
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
  • თანამშრომლების მოტივაციისა და განვითარების უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი
  • გამართულად მეტყველების უნარი
  • წერითი კომუნიკაციის უნარი
  • მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა
  • ინიციატივა

 

კანდიდატთა შერჩევა:

  • კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
  • კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განცხადის ფორმების საფუძველზე;
  • გასაუბრება.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და თქვენს რეზიუმესთან (CV) ერთად გამოაგზავნოთ შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge  გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა  14.03.2020


სრული განაკვეთი
სამტრედია
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 09/03/2020
ბოლო ვადა: 14/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: