სერვისცენტრის დამხმარე სპეციალისტი

საქართველოს ფოსტა

შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას სერვისცენტრის დამხმარე სპეციალისტის თანამდებობაზე. სამუშაოს ძირითადი მიზანია სერვისცენტრის ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-17:00, შაბათი 10:00-14:00; ანაზღაურება: 500 ლარი. სამუშაო ადგილი: თბილისი. ძირითადი მოვალეობები: საფოსტო გზავნილების დასაწყობება სერვისცენტრის ტერიტორიაზე, მათი ფიზიკური გადატანა და მომხმარებლისათვის გადაცემა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება; ** ფიზიკური დატვირთვისა და სიმძიმის აწევის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა. კანდიდატთა შერჩევა: კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს: ** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეების საფუძველზე; ** გასაუბრება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 10.03.2020.

500 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 10/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: