სერვის ცენტრის მენეჯერი ზუგდიდში

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე, ზუგდიდში.  

სს „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის გამარტივება და ამ გზით ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული, ხელმისაწვდომი ფინანსური მომსახურების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 11 000 -ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის ექვს  ქალაქში 12 ფილიალის სახით.

კომპანია „ემ ბი სი“ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად მიიჩნევს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით,  შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

 

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სერვის ცენტრის ყოველდღიური საქმიანობის მართვა:
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების სამუშაოების, ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრა, განაწილება, შესრულების კონტროლი;
  • სერვის ცენტრის დოკუმენტაციის ადმინისტრირება, დადგენილ პროცედურებთან/წესებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
  • სერვის ცენტრის მიერ შესრულებეული სამუშაოს პერიოდული ანალიზი და კონტროლი;
  • სერვის ცენტრის საკრედიტო და საოპერაციო პროდუქტების გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, გეგმების შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • მისოს საკრედიტო კომიტეტში მონაწილეობა, წარმოდგენილი სასესხო დოკუმენტაციის შიდა ინსტრუქციებთან და მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, გირაოს სარეალიზაციო ფასის  განსაზღვრა და სესხზე გადაწყვეტილების მიღება;
  • სესხების გაცემის ავტორიზება და  დაფარვების მონიტორინგი;
  • რისკების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი, საკრედიტო და საოპერაციო რისკების გამოვლენა და ხელმძღვანელობის ინფორმირება;
  • სერვის ცენტრის ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობა; მისი შესრულების კონტროლი და დაგეგმილ მაჩვენებლებთან შედარებით არსებული ხარვეზების გამომწვევი მიზეზების მიტიგაციის ზომების განსაზღვრა;
  • სალაროში ფულის მოძრაობის კონტროლი;
  • სერვის ცენტრის სალაროს ნაშთების ლიმიტების შესახებ რეკომენდაციების მომზადება;
  • ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის ინკასაციის ორგანიზება;
  • რეგიონის ბაზრის და კონკურენტების მუდმივი ანალიზი და მონიტორინგი;
  • სერვის ცენტრის საკადრო საკითხების ორგანიზება;
  • სერვის ცენტრის საკანცელარიო და სამეურნეო საქონლით მომარაგება;
  • მისოს სარეკლამო აქტივობის, საინფორმაციო პოლიტიკის  განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
  • სერვის ცენტრის საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადება და დადგენილ ვადებში შესაბამის ხელმძღვანელ პირებთან წარდგენა;
  • სერვის ცენტრისათვის დამტკიცებული ბიუჯეტის განკარგვა და ბიუჯეტის ფარგლებში საქონლისა და მომსახურების შეძენა.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: უმაღლესი განათლება - ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებით;
  • გამოცდილება: საფინანსო სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;  

აუცილებელია:

  • საფინანსო ბაზარის ცოდნა;
  • საბანკო პროგრამების ძირეული ცოდნა და მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • მიკროსაფინანსო ბაზრის მიმდინარე ტენდენციების ცოდნა;
  • საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობის ძირეული ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
  • სასურველია - ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
  • უნარები: ანალიტიკური აზროვნება, გუნდის მართვის უნარი, მაღალი პასუხისმგებლობის  გრძნობა, პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი, კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2020 წლის  20 მარტი 17:00 საათი, კანდიდატებს დავუკავშირდებით ვადის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს https://bit.ly/2Kf8oKJ და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული.

 


სრული განაკვეთი
ზუგდიდი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 09/03/2020
ბოლო ვადა: 20/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: