სერვის ცენტრის მენეჯერი ამბროლაურში

ფინკა ბანკი საქართველო

ფინკა ბანკი აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე

(ამბროლაური) SCMAMB001

 

 სამუშაო ადგილი: ამბროლაური

 ვაკანტური თანამდებობა: 1

 აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა: 6 სექტემბერი, 2020

 

თუ გამოწვევები თქვენი და თქვენი გუნდის განვითარების შესაძლებლობაა, ხართ ლიდერი, რომლის მიზანია ერთიანი გუნდის მართვა, მათი ენთუზიაზმის და სულისკვეთების მუდამ სიმაღლეზე ყოფნა დასახული მიზნების შესრულებისთვის, თქვენი ძლიერი მხარე გაყიდვებია და შესაბამისი მაგალითებიც გაქვთ გასაზიარებელი, მიიღეთ მონაწილეობა შესარჩევ კონკურსში სერვის ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე ამბროლაურის სერვის ცენტრში.

            

ძირითადი ფუნქციები:

  • დასახული გეგმების შესრულება და მონიტორინგი;
  • გუნდის სამუშაო გეგმების და სამუშაოს შესრულების მართვა;
  • საკრედიტო და დეპოზიტების პორტფელის მოზიდვა და მართვა;
  • თემასთან დაკავშირებული სხვადასხვა რეპორტების მომზადება;
  • სამუშაოსთან დაკავშირებული წინადადებების წარდგენა მენეჯმენტთან;
  • სერვის ცენტრის  წლიური ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობა და ხელმძღვანელობასთან წარდგენა;
  • სერვის ცენტრის სალაროს ოპერაციების მართვა და კონტროლი;
  • ტრენინგების ჩატარება თანამშრომელთა პროფესიული განვითარების მიზნით.

ეს თანამდებობა ითვალისწინებს სამსახურეობრივ როტაციას, ბინის ქირას ან/და სატრანსპორტო დანამატს (ასეთის საჭიროების შემთხვევაში)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება შემდეგი მიმართულებით: ეკონომიკა, საბანკო, ფინანსები, ბიზნეს ადმინისტრირება, აუდიტი, ბუღალტერია ან/და იურიდიული;
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო/საფინანსო სექტორში,
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ქართული თავისუფლად, სასურველია რუსული ენის და ინგლისური ენის ცონდა.
  • საბანკო საოპერაციო პროგრამის (ALTA), MS Word, MS Excel, MS Outlook-ის ცოდნა

 

    დაინტერესების შემთხვევაში, აპლიკაციის შესავსებად ეწვიეთ ფინკა ბანკის კარიერის გვერდს.

 

     შესარჩევ სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან, ჩატარდება გასაუბრება (competency based interview).

    გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გარკვეულ თანამდებობაზე გამოყენებული იქნება სხვადასხვა შესარჩევი ტექნიკა,    როგორიც არის: ტესტირება, პრეზენტაციის მომზადება და ჩატარება, როლური თამაში, ქეისი განხილვა და ა.შ   

ფინკა ბანკი საქართველოში შრომითი ურთიერთობები წარმოებს მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპით.

ფინკა ბანკი საქართველო გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, თვითრეალიზაციის შესაძლებლობას, კონკურენტუნარიან კომპენსაციას, ბენეფიტების მრავალფეროვან პაკეტებს და მრავალმხრივი კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

ფინკა ბანკი საქართველოში კანდიდატის წარდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია შესარჩევი სიის მომზადება და შემდგომ დასაქმებისთვის განხილვა ფინკაში. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ მითითებული მიზნისთვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.


სრული განაკვეთი
ამბროლაური
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 27/08/2020
ბოლო ვადა: 06/09/2020

მსგავსი ვაკანსიები: