სერვის ადმინისტრატორი

საქართველოს ფოსტა

შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას სერვის ადმინისტრატორის თანამდებობაზე ქ. ბათუმში. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-17:00; შაბათი 09:00-14:00. ანაზღაურება: 400 ლარი. ძირითადი მოვალეობები: სერვისცენტრის მომხმარებლების მომსახურება, კერძოდ: ** მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და საჭიროებისამებრ გადამისამართება; ** პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება; ** საფოსტო ბარათების, მარკებისა და კონვერტების გაყიდვა. ** მომხმარებელთა კონსულტაცია გზავნილის დამისამართებასა და თანმხლები დოკუმენტების შევსებისას. ** მომხმარებლებისაგან სხვადასხვა ტიპის განცხადებების მიღება; ** მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია 3 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას; ** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე (B2 დონეზე); ** MS პროგრამების ცოდნა. უნარ-ჩვევები: ** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ** მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გამართულად მეტყველება; ** გუნდური მუშაობა. კანდიდატთა შერჩევა: კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს: ** ჯგუფური გასაუბრება; ** ტესტირება; ** ინდივიდუალური გასაუბრება; ** სტაჟირება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სერვის ადმინისტრატორი".

400 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 06/04/2020

მსგავსი ვაკანსიები: