სექციის მენეჯერი ქუთაისში

Carrefour Georgia

„კარფური“ ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ექსკლუზიური მფლობელი     „Majid Al Futtaim Retail“-ია, სავაჭრო ცენტრის, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში .  

ბრენდის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის  უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.    

„კარფური“ როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. “კარფური“-ს ყველაზე ღირებული რესურსი ადამიანური კაპიტალია და კომპანია ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.  

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური) ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიებს ქუთაისში, სექციის მენეჯერის  პოზიციებზე. 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • სექციის საოპერაციო პროცესების წარმართვა და გამართული მუშობის კონტროლი 
  • სხვადასხვა სახის პროდუქციის განახლება, მომზადება, განთავსება 
  • პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი 
  • დახლების რეგულარულად შევსების უზრუნველყოფა 
  • სექციაში შემავალი თანამშრომლების მართვა და კონტროლი 
  • დაფასოებულ პროდუქციაზე საფასო იარლიყების კონტროლი 
  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა 
  • მარაგების კონტროლი 

 

მოთხოვნები: 

  • მსგავს სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება  
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა 
  • შრომისმოყვარეობა და მაღალი მოტივაცია 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა 

 

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com   

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „სექციის მენეჯერი - ქუთაისი“  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. 

 გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან. 

გისურვებთ წარმატებებს! 


სრული განაკვეთი
ქუთაისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 05/01/2021
ბოლო ვადა: 02/02/2021

მსგავსი ვაკანსიები: