საწყობის თანამშრომელი

ვაკო მოტორსი

შპს "ვაკო მოტორსი" 2009 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და ერთ-ერთი ლიდერია საქართველოში სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში. კომპანია "DAF"-ის ოფიციალური დილერია საქართველოში და 50-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს სთავაზობს თავის მომხმარებელს. კომპანია სამი მიმართულებით ავითარებს თავის ბიზნესს: ** სატვირთო ავტონაწილები და სერვისი; ** "შევრონის" საავტომობილო ზეთები; ** სატვირთო ავტომანქანები. კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს: ** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას; ** შვებულების გარდა დამატებით 10 Day Off-ს წელიწადში; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** ტრენინგებს საქართველოში და საზღვარგარეთ; ** კორპორატიულ და გუნდურ ღონისძიებებს. შპს "ვაკო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე. სამუშაო ფუნქციები: ** მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი პროდუქციის საწყობიდან გამოტანა; ** შემოსული პროდუქციის დათვლა/აღრიცხვა; ** საწყობიდან სათადარიგო ნაწილების მაღაზიის დახლზე გამოტანის უზრუნველყოფა; ** საწყობებს შორის შიდა გადაზიდვების მომზადება და განხორციელება; ** საწყობის პერიოდულ აღწერებში მონაწილეობის მიღება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ცოდნა და უნარები: ** სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება; ** სასურველია საწყობის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; ** სასურველია MS Office პროგრამების ცოდნა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: HR@vakomotors.ge 2020 წლის 4 აგვისტოს ჩათვლით. წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება: "საწყობის თანამშრომელი". შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე. "ვაკო მოტორსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის. გისურვებთ წარმატებებს!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 07/07/2020
ბოლო ვადა: 06/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: