საწყობის თანამშრომელი

Made to Make

გლობალური ბრენდი 3M-ის, Coverguard-ის, DuPont-ის, Dunlop-ის, SMIRDEX-ის, Starline-ის და Scott-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის ვაკანტურ პოზიციაზე. სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, წერეთლის გამზირი; სამუშაო განაკვეთი: კვირის სამუშაო დღეები 10:00-18:30, შაბათს 10:00-16:00. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები: ** პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ; ** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა; ** სასურველია მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** საწყობში შემოსული ტვირთის ჩამოცლა და საწყობში შესაბამის ადგილზე დალაგება; ** პროდუქციის მიღება/დასაწყობება; ** მომხმარებლის მოთხოვნების საფუძველზე პროდუქციის საწყობიდან ზედნადების მიხედვით აგროვება/გადალაგება; ** პერიოდულად ინვენტარიზაციის ჩატარება და სასაწყობე მარაგების ოპტიმალური ნაშთების უზრუნველყოფა; ** სხვა ფიზიკური სამუშაოების შესრულება, რაც დაკავშირებულია კომპანიის საქმიანობასთან; ** სასურველია საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება. ანაზღაურება: 650-დან 850 ლარამდე - შესრულებული საქმიდან გამომდინარე. თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: arqivi.m2m@gmail.com გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება. კონკურსის ფორმა: კონკურსი ჩატარდება ინტერვიუს სახით.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 09/07/2020
ბოლო ვადა: 08/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: