საწყობის თანამშრომელი

ლუკა პოლარე

კაფე-სანაყინეების ქსელი „ლუკა პოლარე“ (შპს „ჯი და ჯი ქოოფერეიშენ“) აცხადებს ვაკანსიას  საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კაფე-სანაყინიდან დაბრუნებული პროდუქტის მიბარება სტანდარტის მიხედვით;
  • კაფე-სანაყინეებისა და წარმოების  შეკვეთების მომზადება;
  • შეძენილი პროდუქციის დროულად დაბინავება;
  • ჩამოწერის პროცედურისათვის პროდუქტების აღწერა;
  • წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის ყოველკვირეული აღწერის წარმოება და მონაცემების ბაზაში ასახვა;
  • მიღებული ნედლეულის ელ. ზედნადებების ამობეჭდვა შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდიდან (RS.ge), ხელმოწერა და უშუალო მენეჯერისათვის მიწოდება;
  • შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე შიდა გადაზიდვების ზედნადების შექმნა, კორექტირება და გააქტიურება;
  • ფიზიკური სამუშაოების შესრულება საჭიროების მიხედვით;

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • მართვის მოწმობა -  B კატეგორია;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel);

 

უნარ-ჩვევები:

  • კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლიანი;
  • შრომისმოყვარე და ორგანიზებული;
  • ენერგიული და კომუნიკაბელური;
  • მოწესრიგებული და  დაუზარელი;

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ განაცხადი გამოგზავნოთ hr@lucapolare.com -ზე და სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 10/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: