საწყობის მუშა

იბერია რეფრეშმენტსი

სს "იბერია რეფრეშმენტსი" - "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას საწყობის მუშის პოზიციაზე ქ. თბილისში. კომპანიის ბრენდებია: პეპსის სრული ასორტიმენტი (Pepsi, 7UP, Mirinda), ენერგეტიკული სასმელი "Max Power", ლიმონათი "Iberia". კომპანია ახორციელებს ადგილობრივ წარმოებას და დისტრიბუციას. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ორხევი, თეთრი ჰესის დასახლება. ძირითადი მოვალეობები: ** ნედლეულის და მზა პროდუქციის დატვირთვა, გადმოტვირთვა და დასაწყობება შესაბამისი სტანდარტების მიხედვით; ** სასაწყობე მეურნეობაში საქონლის განთავსება/დალაგება მოთხოვნის შესაბამისად; ** საწყობების ტერიტორიის წესრიგში მოყვანა, მათ შორის, დალაგება და დასუფთავება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარ-ჩვევები: ** საშუალო განათლება; ** სასაწყობე მეურნეობაში მუშაობის გამოცდილება; ** ფიზიკური დატვირთვით მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** პუნქტუალურობა; ** სხარტი აზროვნება. ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურება: 600 ლარი (ხელზე ასაღები). გრაფიკი: ცვლებით. დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელფოსტაზე: hr@pepsi.ge. ელფოსტის სათაურის ველში (Subject), აუცილებლად, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის მუშა". რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 17 ივლისი.

600 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 17/06/2020
ბოლო ვადა: 17/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: