საწყობის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი

ავერსი ფარმა

შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის პოზიციაზე

 

კვალიფიკაცია და მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება (სამედიცინო/ფარმაცევტული ან მენეჯმენტის კუთხით)
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ISO, GDP; GMP-ის სტანდარტების შესაბამისად ხარისხის სისტემის დანერგვისა და დოკუმენტაციის შედგენაში გამოცდილება)
  • კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა
  • უცხო ენების (რუსული, ინგლისური) სრულყოფილი ცოდნა
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, გადაწყვეტილების მიღების უნარი.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პროცესების შესწავლა, დაგეგმვა და ხარისხის სისტემის შესაბამისად აწყობა, გაუმჯობესება.
  • პროცესების მონიტორინგი და კონტროლი.
  • პროცესების შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლი
  • შიდა აუდიტში მონაწილეობა
  • პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობა

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები:

  • ფოტოსურათი 3x4 - 1ც.;  
  • დიპლომის ასლი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სარეკომენდაციო წერილები;

 

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16; ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575);

კანდიდატურების მიღება იწარმოებს ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა) შემდეგ საათებში: 11.00სთ-იდან 15.00სთ-მდე. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 24 აგვისტო, 2020.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 04/08/2020
ბოლო ვადა: 24/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: