საწყობის დამხმარე

ელთიბი

კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის დამხმარის თანამდებობაზე. კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. ფუნქცია-მოვალეობები: ** საქონლის მიღება და დასაწყობება; ** საწყობში შეკვეთის მომზადება; ** გაყიდული პროდუქციის კლიენტის მანქანასთან მიწოდება; ** საწყობის აღწერაში მონაწილეობის მიღება. საკვლიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე (ფიზიკურ სამუშაოზე) მუშაობის გამოცდილება კომპეტენციები: ** შედეგზე ორიენტირება; ** ხარისხზე ორიენტირება; ** მომხმარებელზე ორიენტირება და მომსახურება; ** დეტალებზე ორიენტირება; ** გუნდური მუშაობა; ** დისციპლინა. ანაზღაურება: 700 ლარი. სამუშაო გრაფიკი: 6 სამუშაო დღე, 09:30-დან 18:30 საათამდე. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის დამხმარე". კონკურსის ეტაპები: ** განაცხადების გადარჩევა; ** გასაუბრება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

700 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 20/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: