საწყობის და წარმოების დამხმარე მუშა

აგროჰაბი

კომპანია აგროჰაბი  აცხადებს ვაკანსიას  საწყობის და წარმოების  დამხმარე მუშის  პოზიციაზე.

 

„აგროჰაბი“ არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქციის მიღება-განაწილების პროცესის შეფერხების გარეშე უზრუნველყოფა;
  • ერთგვაროვანი პროდუქტის ერთად დასაწყობება;
  • გაუნაწილებელი და ვადამდე ჩამოწერილი პროდუქციის დასაწყობება;
  • დაბრუნებული პროდუქციის მიღება-დასაწყობება და პროდუქციის მომწოდებლებზე გაცემის პროცესის დროული უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის დატვირთვისა და გადმოტვირთვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • დარბაზში პროდუქციის დროულად გატანის უზრუნველყოფა - სექციამდე მიტანა.
  • შიდაგანაწესის და ქცევის ზოგადი წესების ზუსტად დაცვა.
  • კომპანიის მენეჯმენტის მიერ გაწერილი პროცედურების კომპეტენციის ფარგლებში შესრულება.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;

 

სამუშაო გრაფიკი: სრული;

ანაზღაურება: 500 ლარი ( ხელზე ასაღები)

 

ვაკანსიის ადგილმდებარეობა:

  • თბილისი, მარშალ გელოვანის გამზ. #22
  • ანდრონიკაშვილის 151 ( ავჭალა)
  • ვაკე,ჭავჭავაძის 37მ (აქსის თაუერი)

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენს შესახებ ინფორმაცია  ფოსტაზე Hr@agrohub.ge  2020 წლის  10 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება. 

გისურვებთ წარმატებას !

500 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 26/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: