საწარმოს მენეჯერი
ვესტ ინვესტი
კომპანია „ვესტ ინვესტი“ დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 100 – მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, ზღვის პროდუქტებსა და ზეთს, რომლებიც იწარმოება საუკეთესო ქარხნების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. კომპანიის პორტფელში ერთიანდება ისეთი ბრენდები, როგორიცაა „ბიბილო“, „West Fish“, „West Meat“, “ „Ukrainian Chicken“, „Divnoe“ და სხვა.
სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტი“ აცხადებს ვაკანსიას საწარმოს მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
- წარმოებისთვის აუცილებელი ადგილობრივი და საერთაშორისო ნორმატიული და მეთოდური მასალების ცოდნა
- კომპიუტერული უნარ–ჩვევები.
- Iso-ს სტანდარტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ძირითადი მოვალეობები:
- საწარმოს განვითარების გეგმის შემუშავება და საჭირო რესურსების მოძიება;
- საწარმოს ეფექტური მუშაობის ორგანიზება და მართვა;
- საწარმოო პროცესების დაგეგმვა;
- საწარმოს საქმიანობის ამსახველი ანგარიშგების და დოკუმენტაციის მომზადება;
- ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება და მიწოდება.
პიროვნული მახასიათებლები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური და გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა;
- ორგანიზებულობა.
სამუშაო პირობები:
სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი
სამუშაო საათები: 09:30-დან – 18:00-მდე
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: hr@wi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება „საწარმოს მენეჯერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი cv არ განიხილება .
რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 25 ივლისი 2020 წელი.
გისურვებთ წარმატებებს!
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 15/07/2020
ბოლო ვადა: 25/07/2020