საველე სამშენებლო სამუშაოების სპეციალისტი რუსთავში

სერვის ნეტ გრუპი

შპს „სერვის ნეტ გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას საველე სამშენებლო სამუშაოების სპეციალისტის პოზიციაზე ქ.რუსთავში

 

სამუშაო აღწერილობა:

  • სახაზო ნაგებობების მოწყობა/მშენებლობა;
  • მიწის გათხრითი სამუშაოების შესრულება;
  • ჭებისა და სატელეფონო კანალიზაციის აშენება;
  • სატელეფონო კანალიზაციის ვარგისიანობის შემოწმება;
  • არსებული სატელეფონო კანალიზაციის აღდგენა, დამარხული ჭების მოძებნა/ამოსუფთავება;
  • სატელეფონო ბოძების გამაგრება/ გადატანა;
  • კაბელების ჩადება სატელეფონო კანალიზაციაში; კაბელის გაყვანა შენობებეზე; საჰაერო კაბელების მონტაჟი;
  • საჭიროების შემთხვევაში მძღოლის ფუნქციების შეთავსება.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული მახასიათებლები:

  • სასურველია სატელეკომუნიკაციო სფეროში სამუშაო გამოცდილება (კერძოდ, შენობაში, შენობის ფასადებზე, სატელეფონო ბოძებზე კაბელის მონტაჟის გამოცდილება);
  • აუცილებელია მართვის მოწმობა (მართვის გამოცდილება);
  • დისციპლინირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის კულტურა;

 

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: cv@servicenetgroup.ge 2020 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.


სრული განაკვეთი
რუსთავი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 24/09/2020
ბოლო ვადა: 08/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: