სავაჭრო წარმომადგენელი

ენგადი

სს „მარგებელი ჰოლდინგი“ ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც  მჭიდროდ უკავშირდება სს „წყალი მარგებლის“ (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის „მარგებელი ჰოლდინგის“ შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს „წყალი მარგებელი“, შპს „ენგადი“, შპს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, შპს „მარნეული აგრო“.

ამჯერად, სს „მარგებელი ჰოლდინგში“  შემავალი სადისტრიბუციო კომპანია „ენგადი“  აცხადებს ვაკანსიას  სავაჭრო წარმომადგენელის თანამდებობაზე.

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

ანაზღაურება:  ხელფასი და ბონუსი

 

ძირითადი მოვალეობები:

  • არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება/შენარჩუნება
  • მიზნობრივი არეალის მუდმივი მონიტორინგი პოტენციური კლიენტების მოძიების მიზნით;
  • კლიენტებთან ვიზიტის განხორციელება განსაზღვრული მარშუტის მიხედვით და მიღებული შეკვეთის ასახვა სისტემაში
  • გაყიდვების გაზრდის და გეგმების შესრულების უზრუნველსაყოფად მასტიმულირებელი აქტივობების განხორციელება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება (სავალდებულო)
  • იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სავალდებულო)
  • ავტომობილის მართვის მოწმობა (B კატეგორია)
  • MS Office

 

უნარები/პიროვნული კომპეტენციები

  • არითმეტიკული/მათემატიკური უნარები
  • კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
  • მოლაპარაკების უნარი
  • შეზღუდულ ვადებში/ დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 15 მარტი, 2020 წ.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: HR@engadi.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და სამუშაოს ადგილმდებარეობა.

 

სს „მარგებელი ჰოლდინგი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

 

სს „მარგებელ ჰოლდინგში“ თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს „მარგებელი ჰოლდინგის“ მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 15/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: