სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელი

კონსილიუმ მედულა

შპს „მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა“ აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელის პოზიციაზე.  

 

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული

 

სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელის ძირითადი ამოცანები:

  • სასწავლო პროცესის დაგეგმვა და მართვა,
  • სასწავლო დოკუმენტაციის წარმოება,
  • სასწავლო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფა.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სასწავლო გეგმების, ტრენინგების ცხრილის, გამოცდების და სხვა სახის შეფასებების განრიგის შედგენა, ორგანიზება და კონტროლი;
  • მასწავლებლებთან / ტრენერებთან ურთიერთობა, სასწავლო გეგმების შესრულების კონტროლი, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • მასწავლებელთა დატვირთვის კონტროლი და ანაზღაურებისთვის დოკუმენტაციის მომზადება;
  • სტუდენტთა დასწრების კონტროლი, სასწავლო გეგმის შესრულების კონტროლი;
  • სტუდენტთა პირადი საქმეების წარმოება, აღრიცხვა და არქივირება;
  • სასწავლო პროცესის დოკუმენტირება და არქივირება;
  • სასწავლო პროცესის სტატისტიკის წარმოება;
  • სწავლის დამამტკიცებელი ოფიციალური დოკუმენტების შექმნა და სტუდენტთათვის გაცემა;
  • შუალედური და საბოლოო ატესტაციის მომზადება და ორგანიზება;
  • მასწავლებელთა მიერ ჩატარებული კონსულტაციების და პრაქტიკის აღრიცხვა.
  • შიდა კარიერული განვითარების პოლიტიკის შემუშავება ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებასთან ერთად  

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სასურველია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განხრით
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა

 

პიროვნული თვისებები და  უნარ–ჩვევები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა, საქმისა და დროის სწორად გადანაწილება პრიორიტეტების მიხედვით;
  • დეტალებზე ორიენტირებული, დაგეგმვისა და მართვის უნარი;
  • სამუშაოზე კონცენტრირება და სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი;
  • ცოდნის გადაცემის, სწავლების უნარი;
  • აუდიტორიის მართვის უნარი;
  • გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები;
  • სისხარტე და ორგანიზებულობა.

 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr.medconsilium@gmail.com არაუგვიანეს 2020 წლის 11 სექტემბერი. გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება: „სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

 

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

 

შპს „მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა“-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს „მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 25/08/2020
ბოლო ვადა: 11/09/2020

მსგავსი ვაკანსიები: