სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი

ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში

შპს „ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში“ აცხადებს ღია კონკურსს სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის  უფროსის   ვაკანტური  თანამდებობების დასაკავებლად: 

 

შპს „ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში“ არის ახლად დაარსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და იგი ამჟამად ემზადება კანონმდებლობით 

გათვალისწინებული ავტორიზაციის მოსაპოვებლად.  უნივერსიტეტი დაფუძნებულია  შპს „ინგლიშ ბუქ ედუქეიშენის“ მიერ, რომელიც ინგლისური ენის სწავლებისა და ბრიტანული 

კულტურის გავრცელების აღიარებული ცენტრია საქართველოში. ბუკინგემის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, დაგეგმილია ახალი ტიპის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება 

პოლიტიკის, ბიზნესისა და ბრიტანეთის კვლევების მიმართულებით. ყველა პროგრამა განხორციელდება ინგლისურ ენაზე და სასწავლო პროცესში ჩართული იქნება როგორც ადგილობრივი, 

ისე უცხოელი პერსონალი. ახალი უნივერსიტეტის უპირატესობებია უკვე არსებული საერთაშორისო კონტაქტები, თანამედროვე მატერიალური ბაზა და ინოვაციურად მოაზროვნე გუნდი. 

ასევე,  პერსონალისთვის გათვალისწინებულია პარტნიორ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით პროფესიული მივლინებები და ტრენინგები. უნივერსიტეტი გეგმავს, გააფართოვოს თანამოაზრეთა 

გუნდი და ამ მიზნით აცხადებს  ღია კონკურსს სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის  უფროსის თანამდებობებზე. კონკურსის დეტალური პირობები შეგიძლიათ 

იხილოთ: https://www.hr.ge/ / https://www.jobs.ge/ /  

 

სამუშაო პირობები: 

  • ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი ვეფხისტყაოსნის 92, დიდი დიღომი, III მ/რ.  
  • გრაფიკი: სრული  
  • ადგილები რაოდენობა: 1  
  • ანაზღაურება: ინდივიდუალური შეთანხმება.  
  • სამუშაო პერიოდი: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი 

 

 შესასრულებელი სამუშაოს აღწერა: 

  • უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საკითხების კოორსინირება; 
  • სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და შესაბამისი სამსახურებისთვის მიწოდების პროცესის  მონიტორინგი;    
  • აკადემიური კალედნრის პროეექტის  შემუშავების უზრუნველყოფა  და შესაბამის სტრუქურული ერთეულებისთვის გაცნობა; 
  • სტუდენტთა სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში სტუდენტებისათვის ინდივიდუალური პროფილის შექმნის, მასში ინფორმაციის მუდმივი განახლების მონიტორინგი, ანალიზი და  მონაცემთა ბაზის სრულყოფა;    
  • საგნამანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების მონიტორინგი; 
  • სტუდენტებისათვის ცნობების მომზადებისა და გაცემის მონიტორინგი; 
  • დიპლომისა და სერთიფიკატების მომზადება და გაცემა, დიპლომის დანართის სტუდენტთა ელექტრონული მონაცემების შენახვა და ადმინისტრირება;  
  • მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება;  
  • სტუდენტთა ხელშეკრულებებისა და სასწავლო პროცესის მარეგულირებელი შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების ადმინისტრირება; 
  • სასწავლო ცხრილის შედგენა/დაგეგემარება და მის შესაბამისად პროცესების ადმინისტრირება; 
  • ყოველი სემესტრის ბოლოს თითოეული სტუდენტის აკადემიური მოსწრების მონაცემების დამუშავება და დეკანისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისათვის წარდგენა;     
  • მობილობის პროცესის ადმინისტრირება და მონიტორინგი;    
  • აკადემიური და მოწვეული პერსონალის დატვირთვის ყოველთვიური მონიტორინგის შედგების ანაზლიზი და  შედეგების დეკანისათვის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისთვის და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურისთვის  წარდგენა; 
  • სტუდენტთა  კმაყოფილების შიდა კვლევების დაგეგემვის და ადმინისტრირების მონიტორინგი; 
  • სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანალიზი, სამსახურის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდისკენ მიმართული ღონისძიებების ინიცირება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;  
  • სამსახურის  წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და სამსახურის საქმიანობის შესახებ ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშების წარდგენა; 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  

  • მაგისტრის აკადემიური ხარისხი;   
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის ადმინისტრიების მიმართულებით მუშაობის  3 წლიანი გამოცდილება; 
  • ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • ქართული ენაზე მეტყველებისა და წერის უნარები;  
  • ინგლისური ენის ცოდნა; (B2) 
  • კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Excel, Ms. Power Point, Outlook) ცოდნა 

 

საჭირო კომპეტენციები და უნარები; 

  • გუნდის მართვის უნარი;  
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • ეფექტური კომუნიკაციის (ზეპირი და წერილობითი); 
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;  
  • სტსტისტიკური მონაცემების შედგენისა და ანალიზის უნარი;  
  • დარწმუნებისა და მოლაპარაკებების უნარი;  
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;  
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი 

 

თუ თვლით, რომ  თქვენ მონაცემები, შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ  საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; 

  • გამოაგზავნეთ  თქვენი ავტობიოგრაფია/ რეზიუმე  (ქართულ და ინგლისურ ენაზე  (CV) ); 
  • წერილის სათაურის ველში (subject)    სრულად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე  არ განიხილება.  
  • წერილში მოკლედ მიმოიხილეთ, სასწავლო პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით თქვენი გამოცდილება. 
  • წერილში მიუთითეთ სასურველი ხელფასი, რომელიც მისაღები იქნება თქვენთვის. 

 

კონკურსის ვადები; 

  • კონკურსი გამოცხადებულია 2020 წლის 27 maisidan; 
  • ვაკანტური  თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის   27 მაისიდან   5 ივნისის  ჩათვლით;  
  • გამარჯვებულ კანდიდატს უნივერსიტეტის გადაწყვეტილება ეცნობება  არაუგვიანეს 2020  წლის 11 ივნისისა. 

 

 საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის; 

საკონკურსო საბუთების მიღება იწარმოებს  ელექტრონულად მისამართზე;  contanct@britishuni.ge  


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 28/05/2020
ბოლო ვადა: 05/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: