საშუალო და მცირე ბიზნესის გაყიდვების ქსელის უფროსი

სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია

სს "სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე საშუალო და მცირე ბიზნესის გაყიდვების ქსელის უფროსის პოზიციაზე.

 

სამუშაო არეალი - საქართველოს რეგიონები.

 

ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:

  • სს "სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია"-ს რეგიონალური RSME  სააგენტოებისა, რეგიონებში განთავსებული გაყიდვების ჯგუფების, რეგიონალური წარმომადგენლების კონტროლირება, მონიტორინგი, კოორდინაცია და მართვა;
  • რეგიონალური RSME  სააგენტოებისთვის გეგმის განსაზღვრა, რეგიონის მახასიათებლის გათვალისწინებით;
  • სადაზღვევო პროდუქტების რეგიონში პოპულარიზაცია და რეალიზაცია;
  • აგრო გაყიდვების პროექტებში მონაწილეობის მიღება;
  • სადაზღვევო აგენტების მუშაობის სტრატეგიისა და გეგმების განსაზღვრა;
  • მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა;
  • სადაზღვევო აგენტების სამუშაო პროცესის მართვა, აგენტების კოორდინაცია და მონიტორინგი;
  • აგენტების შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • კონკურენტების აქტივობების მონიტორინგი;
  • ტრეინინგების ორგანიზება/ჩატარება;
  • ანგარიშების მომზადება;
  • საჭიროების მიხედვით, რეგიონებში არსებულ წარმომადგენლობით ოფისებში მივლინება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სრული უმაღლესი განათლება;
  • გუნდის მართვის გამოცდილება (სავალდებულოა);
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება  (სავალდებულოა);
  • სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.
  • მართვის მოწმობა (სავალდებულოა);
  • პირადი ავტომობილი (სასურველია).

 

პიროვნული მახასიათებლები

  • ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • არაკონფლიქტურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • პუნქტუალობა.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@euroins.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება  –საშუალო და მცირე ბიზნესის გაყიდვების ქსელის უფროსი (ლათინური შრიფტით).  განაცხადები მიიღება 2020 წლის 25 აგვისტომდე.  


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 12/08/2020
ბოლო ვადა: 25/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: