სარეზერვო მოლარე–ოპერატორი

ვითიბი ბანკი ჯორჯია

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს სარეზერვო მოლარე–ოპერატორის პოზიციაზე

 

სამუშაო ადგილი: თბილისი

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20.09.2020

 

სარეზერვო მოლარე-ოპერატორი მუშაობს ვითიბი ბანკის თბილისის ერთ-ერთ ფილიალში, საჭიროების შემთხვევაში ცვლის ძირითად მოლარე-ოპერატორებს თბილისის მასშტაბით.

 

მოვალეობები:

  • ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურება ბანკში არსებული სტანდარტებისა და ნორმების მიხედვით
  • ნაღდი ფულით ოპერაციების წარმოება (თანხის მიღება-გაცემა, ვალუტის გაცვლის ოპერაციები)
  • ბანკის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციებისა და მოქმედი ტარიფების დაცვა
  • საბანკო ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • ბანკის სალაროში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება
  • სასურველია საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულით და სხვა ფასეულობებით ოპერაციების წარმოებასთან დაკავშირებული ნორმატივების ცოდნა
  • სასურველია ვალუტის ნომინალებისა და ყალბი ფულის გარჩევის ცოდნა
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
  • სასურველია საბანკო კომპიუტერული პროგრამა ALTA–ში მუშაობის გამოცდილება

 

უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის და მომსახურების უნარი
  • მოწესრიგებული, ორგანიზებული
  • სხარტი აზროვნების უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულება
  • პასუხისმგებლობის გრძნობა მაღალ დონეზე
  • გარემოსადმი სწრაფი ადაპტირების უნარი

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2020 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge. სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 10/09/2020
ბოლო ვადა: 20/09/2020

მსგავსი ვაკანსიები: