საქვაბის ოპერატორი

ბარამბო

შპს „ბარამბო“ წარმოადგენს ქართულ ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებით და საერთაშორისო სტანდრტების დაცვით მომხმარებელს საქართველოს ბაზარზე და მის ფარგლებს გარეთ სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნებითი თვისებების მქონე პროდუქციის ფართო ასორტიმენტს.

 „ბარამბო“ ორიენტირებულია მაღალ პროფესიონალური კადრების მოზიდვაზე, რაც მიზნად ისახავს კომპანიის გუნდის შემდგომ გაძლიერებას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას საქვაბის ოპერატორის  თანამდებობაზე.

ქვემოთ მოცემულია აღნიშნული პოზიისთვის მოთხოვნილი კვალიფიკაცია,  აუცილებელი პიროვნული თვისებები და თანამდებობით განსაზღვრული ძირითადი მოვალეობები.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სავენტილაციო სისტემების გამართულად მუშაობა:
  • საქვაბეში არსებული ორთქლის ქვაბისა და წყალგამაცხელებლების სისტემური კონტროლი;
  • გეგმა-გრაფიკის მიხედვით აწარმოოს წყლისა და ბუნებრივი აირის ფილტრების გაწმენდა;
  • აწარმოოს ქვაბის მუშაობის პროცესში ოპერატიული ჩანაწერები.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით.
  • ორთქლის ქვაბზე მუშაობის გამოცდილება.
  • სასურველია სამაცივრე აგრეგატების ცოდნა.

 

თუ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს და დაინტერესებული ხართ კომპანია „ბარამბოში“ საქვაბის ოპერატორის  თანამდებობის დაკავებით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ მისამართზე: hr@barambo.ge არა უგვიანეს  2021 წლის 28 თებერვლისა.

 გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

შერჩევის პროცესის მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად თქვენთან დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ჩათვლის, რომ თქვენი გამოცდილება და განათლება შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 18/02/2021
ბოლო ვადა: 28/02/2021

მსგავსი ვაკანსიები: