საპროექტო განაცხადის შემდგენი

მრავალეროვანი საქართველო

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთო-სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო", აცხადებს კონკურსს საპროექტო განაცხადის შემდგენის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. საპროექტო განაცხადის შემდგენელი ვალდებული იქნება განახორციელოს შემდეგი ხასიათის აქტივობები: ** შეიმუშაოს დონორ ორგანიზაციათა პრიორიტეტებისა და დაფინანსების მექანიზმების მატრიცა; ** უზრუნველყოს სხვადასხვა საგრანტო კონკურსებისათვის ორგანიზაციის სახელით საგრანტო წინადადებების შემუშავება ქართულ და ინგლისურ ენებზე და დონორი ორგანიზაციებისადმი წარდგენა - როგორც ღია კარისათვის, ასევე კონკრეტული კონკურსებისთვის არსებულ და სხვა დონორ ორგანიზაციებთან, რომლებთან ურთიერთობა ორგანიზაციას ჯერ არ ჰქონია. სამუშაო განაკვეთი: ნახევარი გამოსაცდელი ვადა: 3 თვე ანაზღაურება: 500 ევროს ეკვივალენტი ლარში მოთხოვნები: გამოცდილება: საპროექტო განაცხადების შემუშავების სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება; ცოდნა და უნარები: ** სამოქალაქო საზოგადოებრივი, განსაკუთრებით კი უფლებადამცველი ორგანიზაციების ფუნქციონალური მანდატის სიღრმისეული ცოდნა; ** საერთაშორისო და ადგილობრივი დონორი ორგანიზაციების, დიპლომატიური მისიებისა და საჯარო უწყებების პროგრამული პრიორიტეტების ცოდნა; ** დონორ ორგანიზაციათა პრიორიტეტებისა და დაფინანსების მექანიზმების მატრიცის შედგენის გამოცდილება; ** საგრანტო წინადადებების შედგენის ტექნიკისა და მეთოდიკის სრულფასოვნად ფლობა; ** სრულყოფილი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** შემოქმედებითობა; ** პროცესსა და შედეგზე ორიენტირებულობა; ** მოლაპარაკების წარმოების უნარი; ** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი; ** დისციპლინირებულობა. ** პრიორიტეტი მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც გააჩნია ბიზნეს გეგმის შემუშავების უნარები და გამოცდილება ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი, ისევე როგორც ბოლო 3 წლის განმავლობაში შემუშავებული და დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული საპროექტო განაცხადების ჩამონათვალი (დონორისა და თანხის მითითებით), შემდეგ მისამართზე: vacancy.pmmg@gmail.com და წერილის სათაურში მიუთითონ ვაკანტური თანამდებობის სახელწოდება. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 30 აპრილი.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 13/04/2021
ბოლო ვადა: 30/04/2021

მსგავსი ვაკანსიები: