SAP_ის IT მხარდაჭერის სპეციალისტი

ბიდიო

კომპანია ბიდიო  აცხადებს ვაკანსიას SAP_ის IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

 

„ბიდიო” არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 200-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 162 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი.

 

BDO-ს ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიმართულებას, ბაზარზე ყოფნის 16 წლის მანძილზე საქართველოს ლიდერ კომპანიებთან 600-ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული და ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი წამყვანი კომპანიების SAP -ის და 1C-ის უმსხვილესი პარტნიორია საქართველოში.

 

თუკი თქვენი მიზანია შეიძინოთ ცოდნა საქართველოში მიმდინარე ბიზნეს-პროცესების შესახებ და გსურთ, თანამედროვეობის გამოწვვეებს გაუმკალავდეთ ტექნოლოგიების გამოყენებით და განივითაროთ მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ დროის სწორად მართვაში, ბიზნეს ურთიერთობების წარმატებით წარმართვაში და პრობლემის ოპტიმალური გადაწყვეტის მიღებაში, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვის არის.

 

BDO-ს ტექნოლოგიური გადაწყვეტილების გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს. მუდმივ სწავლებასა და განვითარებას, როგორც უშუალოდ სამუშაო პროცესში, ასევე ბიდიო აკადემიის ტრენინგებით.

ადგილმდებარეობა ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი

ვაკანსიის დასახელება SAP_ის IT მხარდაჭერის სპეციალისტი

სამუშაო საათები სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი 09:00 – 18:00 სთ

 

 

  ფუნქცია/მოვალეობები

  • პროგრამული პროდუქტის, ლიცენზიების და დამატებითი კომპონენტების ინსტალაცია და მათი გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია და მათი გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • კლიენტების დახმარება პროგრამული სისტემების და მონაცემთა ბაზების ადმინისტრირებაში;
  • კლიენტების პროგრამული და ტექნიკური ხარვეზების დიაგნოსტიკა და მათი აღმოფხვრა;
  • SQL ქუერების წერა სხვადასხვა პროგრამული ანაგარიშგებების შესაქმნელად.  

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების კუთხით (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
  • სავალდებულოა IT სფეროში მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • T-SQL-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ოპერაციული სისტემების (Windows) ცოდნა;
  • MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა
  • ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ ტექნიკური ინგლისურის ცოდნა)

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge . გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „SAP_ის IT მხარდაჭერის სპეციალისტი“. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 31.07.2020

 

ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის  აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 22/07/2020
ბოლო ვადა: 31/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: