LOT.ge
საოპერაციო რისკების მართვის მენეჯერი
სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია
სს „სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე საოპერაციო რისკების მართვის მენეჯერის პოზიციაზე:
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- არსებული ბიზნეს პროცესების ანალიზი, მოდელირება;
- დეპარტამენტებისა და სამსახურების ფუნქციების ეფექტურად ურთიერთდაკავშირება;
- ბიზნეს პროცესების გაუმჯობესების/ოპტიმიზაციის მიზნით, პროცედურული და ტექნიკური ცვლილებების დაგეგმვა;
- პროცესში არსებული საოპერაციო რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი კონტროლების შემუშავება
- შიდა სტანდარტული საოპერაციო პროცედურების მომზადება;
- შიდა სტანდარტული საოპერაციო პროცედურების შეთანხმება სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან;
- საოპერაციო რისკების მართვის კომიტეტის დღის წესრიგის მართვა; კომიტეტის გადაწყვეტილებების აღრიცხვა და შესრულების მონიტორინგი;
- საოპერაციო ინციდენტების მართვისა და რეპორტინგის პროცედურის შემუშავება;
- ბიზნესის უწყვეტობის გეგმის შემუშავება და პრაქტიკული განხორციელება;
- პროგრამული წვდომის უფლებების გაწერა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სრული უმაღლესი განათლება (პრიორიტეტული მიმართულებაა ბიზნესის ადმინისტრირება ან ფინანსები);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-3 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია IT პროექტების მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- კარგი ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პრობლემური საკითხების გადაწყვეტის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი
- სტრესულ სიტუაციებში ეფექტური მუშაობის უნარი
- კონფლიქტების გადაწყვეტის უნარი
- სასურველია ექსელის კარგი ცოდნა
პიროვნული მახასიათებლები
- ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
- ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
- რთული ტექნიკური საკითხების ოპტიმალურად გადაჭრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@euroins.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
განცხადებები მიიღება 2020 წლის 16 სექტემბრამდე.
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/09/2020
ბოლო ვადა: 16/09/2020