საოპერაციო რისკების ანალიტიკოსი თბილისსა და ქუთაისში
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო რისკების ანალიტიკოსის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილდებარეობა: თბილისი/ ქუთაისი
,,კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 310 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმებული ყავს 1,000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50-მდე ფილიალით და ემსახურება 100,000-ზე მეტ მომხმარებელს.
„კრისტალი“ გთავაზობთ:
- პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
- საუკეთესო სამუშაო პირობებს
ძირითადი მოვალეობები:
- საოპერაციო რისკის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით შესაბამისი აქტივობების ინიცირება და ხელშეწყობა, მათ შორის სემინარების/ტრეინიგების ჩატარება.
- ახალი პროდუქტის /პროცესის/ ინსტრუმენტის დანერგვის პროცესში შესაბამისი რისკების ანალიზის გაკეთება, შესაძლო რისკების იდენტიფიცირება და მათი შემცირებისა თუ მართვის მექანიზმებზე რეკომენდაციების მომზადება.
- არსებული პროცესების ინდივიდუალური შეფასებების გაკეთება, პროცესებში არსებული ყველა შესაძლო რისკების იდენტიფიცირება და მათი შემცირებისა თუ მართვის მექანიზმებზე რეკომენდაციების მომზადება.
- ყოველწლიური საოპერაციო და თაღლითური ქმედებების რისკების შეფასების შესრულება, პროცესებში არსებული ყველა შესაძლო რისკების იდენტიფიცირება და მათი შემცირებისა თუ მართვის მექანიზმებზე რეკომენდაციების გაცემა.
- შესაძლო თაღლითური ქმედებების მოკვლევა და საბოლოო დასკვნისა თუ რეკომენდაციების შემუშავება
- Whistleblowing-ის პლატფორმისა და პროცესების მართვა
- მომზადებული რეკომენდაციების შესაბამის პროცესის მფლობელებთან განხილვა, შეჯერება და მიღებულ გადაწყვეტილებებზე follow up-ის უზრუნველყოფა.
- კომპანიის ბიზნესს პროცესების შემუშავებაში და განახლებაში მონაწილეობა
- საოპერაციო რისკების მართვის შიდა მეთოდოლოგიის დახვეწისა და განახლების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
- უშუალო ხელმძღვანელისა და სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული ამოცანების შესრულება
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- საოპერაციო რისკების მართვის, კონტროლინგის ან აუდიტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
- კანონებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
- ინგლისურად დოკუმენტაციის წერისა თუ შემუშავების გამოცდილება (სასურველია)
- ანალიტიკური, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების უნარი
- დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
- დიდი მოცულობის ბაზების დამუშავების და გაანალიზების უნარი
- გადაწყვეტილების მიღების უნარი
- დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
- პრობლემური და სტრესული სიტუაციების მართვის უნარი სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
დაინტერესებულ პირებს რეზიუმე 2020 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ „საოპერაციო რისკების ანალიტიკოსი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.
სრული განაკვეთი
თბილისი , ქუთაისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 26/11/2020
ბოლო ვადა: 10/12/2020