საოპერაციო დირექტორის ასისტენტი

პრემიუმ ფუდს ჯგუფი

სადისტრიბუციო კომპანია "პრემიუმ ფუდს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე. ფუნქცია-მოვალეობები: ** ნაშთების სისტემატიურ კონტროლში მონაწილეობის მიღება; ** ახალი პროდუქციის სპეციფიკაციების თარგმნა და გადანაწილება შესაბამის სამსახურებთან; ** პროდუქციის სარეგისტრაციო ფორმის მომზადება; ** საბაჟო ოპერაციების განხორციელება, მონიტორინგი და კონტროლი; ** იმპორტის მიღებაზე დასწრება და მიღება-ჩაბარების პროცესის მონიტორინგი; ** ახალი პროდუქციის ფასების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება; ** ჩამოსაწერი პროდუქციის შესაბამისი სტანდარტის მიხედვით ჩამოწერა; ** ადგილობრივ შესყიდვებში მონაწილეობის მიღება; ** ხელმძღვანელთან ერთად მიმდინარე კვირის დაგეგმვა და მონიტორინგი; ** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; ** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით; ** ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; პიროვნული თვისებები: ** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა; ** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა. დამატებითი ინფორმაცია: ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები, ზრდის პერსპექტივით); ადგილმდებარეობა: თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა 24; სამუშაო საათები: 10:00-19:00. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: info@pfg.ge არაუგვიანეს 2020 წლის 24 აგვისტოსი, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: საოპერაციო დირექტორის ასისტენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება. კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს! აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

1000 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 13/08/2020
ბოლო ვადა: 24/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: