სამთო მაშველის ჯგუფის ლიდერი

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის  უზრუნველყოფა აცხადებს ვაკანსიას სამთო მაშველის ჯგუფის ლიდერის პოზიციაზე. 

 

მოვალეობა/პასუხისმგებლობა:

  • მიწისქვეშა ობიექტებზე რისკების შეფასება და საფრთხეების იდენტიფიცირება შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით;
  • მონაწილეობის მიღება სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოების ინსტრუქციების შემუშავებაში და მათ მუდმივ სრულყოფაში;
  • შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა; პერსონალისთვის ინსტრუქტაჟების ჩატარება;
  • მომსახურების ობიექტებზე შემოვლის წარმოება ავარიასაწინააღმდეგო დაცვის მდგომარეობის შემოწმება;
  • პირადი შემადგენლობისათვის თეორიული და პრაქტიკული მომზადებისათვის გეგმებისა და პროგრამების შემუშავება და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
  • მიწისქვეშა ობიექტების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, ექსპლუატაციისა და ექსპლუატაციიდან გამოყვანის ყველა ეტაპზე პროფილაქტიკური სამუშაოების ორგანიზება უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით;
  • მონაწილეობა ავარიების ლიკვიდაციაში და სხვადასხვა სახის ტექნიკური სამუშაოების წარმოებაში;
  • ნაგებობებში ავარიის შედეგად დარჩენილი ადამიანების ევაკუაცია და მათთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა;
  • ექსტრემალურ სიტუაციებში, როდესაც ინციდენტის აღმოფხვრა შეუძლებელია ადგილობრივი ძალებით, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების/ორგანოების დროული ინფორმირება;
  • ინციდენტების დოკუმენტირება და შესაბამისი რეპორტების წარმოება.
  • სამთო მაშველი ჯგუფის ხელმძღვანელობა.

საკვალიფიკციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
  • პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერთიფიკატის ფლობა;
  • უპირატესობა მიენიჭება IOSH სერტიფიკატის მფლობელ კანდიდატებს;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფად რეაგირების უნარი;
  • ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის ძლიერი უნარ-ჩვევები;
  • ძლიერი ინტერპერსონალური უნარები.

უნარ-ჩვევები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდში მუშობის უნარი;
  • პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა.

 

 

სამუშაო ადგილი - ჟინვალი (ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია)

სამუშო საათები: ორშაბაბთი-პასრასკევი, 09:00-18:00

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge  არა უგვიანეს 2021 წლის 4 მაისისა.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")მიუთითოთ პოზიცია,რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

 

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

 


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 21/04/2021
ბოლო ვადა: 05/05/2021

მსგავსი ვაკანსიები: