სამშენებლო პროექტების მენეჯერი

The Stream

წამყვანი დეველოპერული კომპანია აცხადებს ვაკანსიას მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობების პროექტების მენეჯერის პოზიციაზე. ფუნქციები და მოვალეობები: ** სამშენებლო პროექტის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება - პროექტის ბიუჯეტირება, ვადების განსაზღვრა, სხვადასხვა რესურსების საჭიროების განსაზღვრა და ა.შ; ** მშენებლობის ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლი; ** კონტრაქტორების მიერ სამშენებლო სამუშაოების შესრულების კონტროლი; ** მშენებლობის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, წყალმომარაგება, წყალარინება, ვენტილაცია და სხვ.) წარმომადგენლებთან; ** სამშენებლო ობიექტებზე სამუშაოების მსვლელობის მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი. ძირითადი მოთხოვნები: ** სამშენებლო პროექტების მართვის გამოცდილება; ** მრავალბინიანი სამშენებლო პროექტის მართვის გამოცდილება; ** უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის ან მომიჯნავე მიმართულებით; ** MS Excel და MS Project პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება. ანაზღაურება: გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისი, სავარაუდო შუალედი 3000-დან 4500 ლარამდე. დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე project.manager@thestream.ge არაუგვიანეს 2021 წლის 29 აპრილისა. შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (http://www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 16/04/2021
ბოლო ვადა: 29/04/2021

მსგავსი ვაკანსიები: