სამშენებლო პროექტების ხარჯთაღმრიცხველი

სამშენებლო-სამონტაჟო კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი (ვაკე) განაკვეთი: სრული მუშაობის გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი კომპანიის საქმიანობის მოკლე აღწერილობა: ** ელექტროგადამცემი ხაზების მიწისქვეშა ქსელის მშენებლობა; ** ელექტროგადამცემი ხაზების საჰაერო ქსელის მშენებლობა; ** კავშირგაბმულობის მიწისქვეშა ქსელის მშენებლობა; ** კავშირგაბმულობის საჰაერო ქსელის მშენებლობა. აპლიკანტის ძირითადი მოვალეობები: ** მუშა/ტექნიკური დოკუმენტაციის შევსება თითოეული პროექტის მიხედვით; ** შიდა გადაზიდვის ზედნადებების გამოწერა; ** მასალების პირველადი დოკუმენტების აღრიცხვა და ჩამოწერის აქტების წარმოება თითოეული პროექტის მიხედვით; ** პროექტის კალენდარული გრაფიკის შესრულების კონტროლი; ** ხარჯთაღრიცხვის (ფორმა #2) წარმოება თითოეული პროექტის მიხედვით (ექსელის ფორმატში); ** Google Earth-ის პროგრამაში KMZ ფაილების მომზადება თითოეული პროექტის მუშა ნახაზების მიხედვით (მარტივ დონეზე); ** "თაიმლაინების" და "დედლაინების" დაცვა; ** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება. ძირითადი მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** სასურველია ტექნიკური, მათემატიკური ან ბუღალტრული განათლება; ** Microsoft Excel და Word-ის ცოდნა; ** უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული მახასიათებლები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დასახული ამოცანების ოპერატიულად შესრულების უნარი; ** გუნდში მუშაობის უნარი; ** ორგანიზებულობა; ** შრომისმოყვარეობა; ** დისციპლინირებულობა; ** პუნქტუალურობა; ** მოწესრიგებულობა. ანაზღაურება: 900 ლარი (ხელზე ასაღები თანხა). დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy.tbilisi2019@gmail.com 2020 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებას.

900 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 13/09/2020
ბოლო ვადა: 27/09/2020

მსგავსი ვაკანსიები: