სამშენებლო ობიექტის ინჟინერ-სამუშაოთა მწარმოებელი

ALLIANCE CONSTRUCTION

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია ,,ალიანს კონსთრაქშენ“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტის ინჟინერ-სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე.

 

Alliance Construction Gmbh ახორციელებს უნიკალურ პროექტს - TWIN TOWERS Residences. აღნიშნული პროექტი გულისხმობს მსგავსი ტიპის ერთადერთ რეზიდენციას თბილისის ცენტრში, სადაც მხოლოდ 1 ბინის ყიდვით თქვენ სარგებლობაში ღებულობთ დამატებით 14 ოთახს. TWIN TOWERS Residences – წარმოადგენს მტკვრის ნაპირზე, downtown-დან - თბილისის ძველი ცენტრიდან, სულ რაღაც 750 მეტრში მდებარე, ერთმანეთთან საერთო გალერეით შეერთებულ ორ ოცსართულიან შენობას მოდერნის სტილში.

 

ვაკანსია: სამშენებლო ობიექტის ინჟინერ-სამუშაოთა მწარმოებელი

 

 

ვალდებულებები:

  • სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ორგანიზება, საპროექტო დოკუმენტაციის, სამშენებლო ნორმებისა და წესების, ტექნიკური მოთხოვნებისა და სხვა ნორმატიული ხასიათის დოკუმენტების შესაბამისად;
  • სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოთა ოპერატიული ხელმძღვანელობა;
  • სამუშაოთა შესრულების ხარისხის კონტროლი;
  • პროექტის  ტექნიკური და ადამიანური რესურსების დაგეგმვა და კონტროლი;
  • სამშენებლო მასალის, ტექნიკის, მომსახურების, ინსტრუმენტების მოთხოვნის განაცხადების ფორმირება;
  • სამშენებლო ობიექტზე სამუშაოთა შესრულების ვადებისა და ხარისხის კონტროლი;
  • აუცილებელი სამშენებლო ხასიათის დოკუმენტაციის წარმოება;
  • კალენდარული გრაფიკების შესრულების კონტროლი;
  • არქიტექტორის მიერ მიწოდებული საინჟინრო დოკუმენტების ჩაბარება, მონიტორინგი და ცვლილებების მართვა;
  • სამშენებლო ობიექტზე დასაქმებულთა მიერ ვალდებულებათა შესრულების კონტროლი;
  • იმ მიზეზთა შესწავლა, რომლებიც იწვევენ სამუშაოთა შესრულებისთვის განსაღვრული ვადების დარღვევას, შესაბამისი ღონისძიებების გატარება აღნიშნული მიზეზების თავიდან ასარიდებლათა და აღმოსაფხვრელად;
  • დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა (დასწრების/შესრულებული სამუშაოს აღრიცხვის ტაბელების წარმოება);
  • დირექტორისა და ხელმძღვანელ პირთა სხვა დავალებების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წელი;
  • საინჟინრო-ტექნიკური განათლება;
  • რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერის მოხმარების უნარი და საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • ნახაზებისა და სამშენებლო დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი.

 

სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ორთაჭალა;
  • ხელფასი: შეთანხმებით, გამოცდილებიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტუნარიან სამუშაო პირობებს;
  • მეგობრულ და კეთილგანწყობილ კოლექტივს;
  • თქვენი შრომისა და შედეგების დაფასებას.

 

დაინტერესებულმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებთ ზემოჩამოთვლილ პირობებს, გთხოვთ, თქვენი Cv სასურველია რუსულ ენაზე გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: allianceconstruction.hr@gmail.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - სამშენებლო ობიექტის ინჟინერ-სამუშაოთა მწარმოებელი


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 01/12/2020
ბოლო ვადა: 26/12/2020

მსგავსი ვაკანსიები: