LOT.ge
სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი
ევროპის უნივერსიტეტი
ევროპის უნივერისიტეტი აცხადებს ვაკანსიას სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა : ქ. თბილისი, გურამიშვილი გამზირი #76
- სამუშაო საათები : ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 საათი
- სამუშაო ანაზღაურება : 2170 ლარი (დარიცხული)
- გამოსაცდელი პერიოდი : 6 თვე
სამუშაო ფუნქცია-მოვალეობები:
- უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევით პროცესებში ჩართულობის, მათი სამეცნიერო-კვლევითი-შემოქმედებითი და საკონსულტაციო საქმიანობის მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
- სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გამგზავრების მხარდაჭერა სამეცნიერო ღონისძიებებზე, სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად;
- უნივერსიტეტის კვლევითი რესურსების შესწავლა;
- პოტენციურ დონორ ორგანიზაციებთან თანმიმდევრული და პროფესიონალური ურთიერთობის ჩამოყალიბება;
- სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დაფინანსების მოძიების პროცესის მართვა;
- სტრატეგიების, კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა და მათი შესრულების უზრუნველყოფა გრანტების მოძიებასა და მიღებასთან დაკავშირებით;
- აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროდუქტიულობის/ეფექტურობის შეფასების სისტემის შემუშავება და შეფასების განხორციელება, გასაუმჯობესებელი სივრცეების იდენტიფიცირება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის, ფაკულტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტებისთვის ანგარიშებისა და წინადადებების წარდგენა;
- თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
- უმაღლესი განათლება; მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; სასურველია დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
- განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საგრანტო განაცხადების შევსების გამოცდილება;
- MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
- ინგლისური ენა - სრულყოფილად (მეტყველება, წერა).
კომპეტენციები და უნარები:
- დონორთა თავისებურებებისა და რეგულაციების ცოდნა;
- ორმხრივ და მრავალმხრივ დონორებთან სტრატეგიულ დონეზე კომუნიკაციის უნარი;
- განათლების სფეროში საგრანტო შესაძლებლობების შესახებ ამომწურავი და უახლესი ცოდნა;
- დაგეგმვისა და მართვის უნარი;
- გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- სიახლეებისა და ცვლილებების ინიცირებისა და პროფესიულ საქმიანობაში დანერგვის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე HR@EU.EDU.GE -ზე. წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას ორ ეტაპად.
განცხადების ბოლო ვადა : 30 მარტი.
2170 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 09/03/2020
ბოლო ვადა: 30/03/2020
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 09/03/2020
ბოლო ვადა: 30/03/2020