სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ცენტრის ხელმძღვანელი

ევროპის უნივერსიტეტი

ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე. სამუშაო პირობები:  ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გურამიშვილი გამზირი #76 სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 საათი სამუშაო ანაზღაურება: 2170 ლარი (დარიცხული) გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე  სამუშაო ფუნქცია-მოვალეობები:  ** უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევით პროცესებში ჩართულობის, მათი სამეცნიერო-კვლევითი-შემოქმედებითი და საკონსულტაციო საქმიანობის მხარდაჭერის უზრუნველყოფა; ** სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გამგზავრების მხარდაჭერა სამეცნიერო ღონისძიებებზე, სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად; ** უნივერსიტეტის კვლევითი რესურსების შესწავლა; ** პოტენციურ დონორ ორგანიზაციებთან თანმიმდევრული და პროფესიონალური ურთიერთობის ჩამოყალიბება; ** სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დაფინანსების მოძიების პროცესის მართვა; ** სტრატეგიების, კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა და მათი შესრულების უზრუნველყოფა გრანტების მოძიებასა და მიღებასთან დაკავშირებით; ** აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროდუქტიულობის/ეფექტურობის შეფასების სისტემის შემუშავება და შეფასების განხორციელება, გასაუმჯობესებელი სივრცეების იდენტიფიცირება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის, ფაკულტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტებისთვის ანგარიშებისა და წინადადებების წარდგენა; ** თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.  საკვალიფიკაციო მოთხოვნები : ** უმაღლესი განათლება; მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; სასურველია დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ** სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; ** განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** საგრანტო განაცხადების შევსების გამოცდილება; ** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი); ** ინგლისური ენა - სრულყოფილად (მეტყველება, წერა). კომპეტენციები და უნარები: ** დონორთა თავისებურებებისა და რეგულაციების ცოდნა; ** ორმხრივ და მრავალმხრივ დონორებთან სტრატეგიულ დონეზე კომუნიკაციის უნარი; ** განათლების სფეროში საგრანტო შესაძლებლობების შესახებ ამომწურავი და უახლესი ცოდნა; ** დაგეგმვისა და მართვის უნარი; ** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ** ორგანიზებულობა; ** სიახლეებისა და ცვლილებების ინიცირებისა და პროფესიულ საქმიანობაში დანერგვის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე HR@EU.EDU.GE -ზე. წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას ორ ეტაპად. განცხადების ბოლო ვადა: 31 მაისი.  

2170 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 05/05/2020
ბოლო ვადა: 31/05/2020

მსგავსი ვაკანსიები: