სამეცნიერო ცენტრის დირექტორის ასისტენტი

ახალგაზრდული ინოვაციური ცენტრი

"საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრთან" თანამშრომლობის ფარგლებში "ახალგაზრდული ინოვაციური ცენტრი" ეძებს ინგლისური და/ან რუსული ენების C2 დონეზე მცოდნე ახალგაზრდებს, დირექტორის ასისტენტებად (3 ვაკანტური ადგილი). ძირითადი მოთხოვნები: ** ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა C2 დონეზე; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებულობა და სისტემატიზაციის უნარ-ჩვევები; ** ვერბალურად და წერილობით მოლაპარაკების წარმოების უნარ-ჩვევები; ** დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევები; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების, გუგლ-დრაივისა და ინტერნეტის გამოცდილი მომხმარებელი; ** მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი ქვემოთ მოყვანილი მიმართულებებით ჩაითვლება პლიუსად (ჩამოთვლილია მნიშვნელობის კლების მიხედვით): - სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები; - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებები; - ჰუმანიტარული მეცნიერებები; - ბიზნესი, ეკონომიკა და სამართალმცოდნეობა; - ნებისმიერი სხვა. უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, ვისაც ექნება საქმიანი მიმოწერის, რეკრუტინგისა და ქართულიდან ინგლისურად თარგმნის გამოცდილება. სამუშაო ადგილი: თბილისი, მეტრო დელისიდან 300 მეტრში; სამუშაო გრაფიკი: სრული ან არასრული განაკვეთი (მინიმუმ 30 სთ კვირაში); ანაზღაურება: 500-დან 2500 ლარამდე კომპეტენციის, გამოცდილების, მუშაობის შედეგებისა და სამუშაო გრაფიკის შესაბამისად. გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელფოსტაზე: youth.innovative.center@gmail.com და ელფოსტის "subject"-ში, გთხოვთ, მიუთითოთ: "დირექტორის ასისტენტი". ახალგაზრდული ინოვაციური ცენტრი გისურვებთ წარმატებებს!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 12/07/2020
ბოლო ვადა: 11/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: