სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის  ხელმძღვანელი

თბილისის თავისუფალი აკადემია

თბილისის თავისუფალი აკადემია აცხადებს ღია კონკურსს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის  ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად.

 

სამუშაო განაკვეთი: სრული

საშტატო რაოდენობა: 1.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება - უმაღლესი  

ზოგადი უნარები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;  

შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

  • უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი;
  • ავტორიზიციისა და აკრედიტაციის სტანდარტები.

 

გამოცდილება: იურისტად მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება .

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

 

ფუნქცია-მოვალეობები: 

  • აკადემიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;  
  • აკადემიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;  
  • აკადემიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;  
  • აკადემიის სტრუქტურული ერთეულების, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის კონსულტირება საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე;  
  • აკადემიის რექტორის დავალებით პასუხების მომზადება შემოსულ წერილებსა და განცხადებებზე და სხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული პასუხებისა და კორესპონდენციის სამართლებრივი  ექსპერტიზა;  
  • წარმომადგენლობა აკადემიის ინტერესების დასაცავად სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში;  
  • აკადემიის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და  დამხმარე სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;  
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკადემიის და სხვა ორგანოთა, ორგანიზაციათა და დაწესებულებათა მიერ შემუშავებული და წარმოდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტებზე დასკვნების მომზადება;  
  • აკადემიის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;   
  • რექტორის სხვა დავალებების შესრულება. 

 

წარმოსადგენი დოკუმენტების  ნუსხა: 

  • ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე; 
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი; 
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 
  • ფოტოსურათი. 

 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი - საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა; მეორე ეტაპი - გასაუბრება (გასაუბრება ჩატარდება online ან მითითებულ მისამართზე). 

დოკუმენტების წარმოდგენის ვადა: 2020  წლის 19 მაისიდან  2020 წლის  9  ივნისის  ჩათვლით. 

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ აკადემიაში ან გადმოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: info@freeacademy.edu.ge;    tea.tulashvili@freeacademy.edu.ge 

საკონტაქტო რეკვიზიტები: თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N46. ტელ: 032 2 36 91 60 


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 20/05/2020
ბოლო ვადა: 17/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: