სამართალშემოქმედების განყოფილების იურისტი

საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ვაკანსიას იურიდიული დეპარტამენტის სამართალშემოქმედებისა და ევროკავშირის სამართალთან დაახლოების განყოფილების სპეციალისტის (იურისტის) პოზიციაზე. სამუშაოს სპეციფიკა: პოზიცია მოიცავს დინამიურ და მრავალმხრივ სამუშაოს საინტერესო და ძლიერი პროფესიონალების გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს სრულად წარმოაჩინოს და განავითაროს თავისი შესაძლებლობები. იურიდიული დეპარტამენტის სამართალშემოქმედების და ევროკავშირის სამართალთან დაახლოების განყოფილებაში დასაქმებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს დეპარტამენტის მიზნების და ამოცანების განხორციელების ხელშეწყობა, საჭიროების შემთხვევაში თანამშრომელთათვის სამართლებრივი ხასიათის კონსულტაციების გაწევა და სხვა დავალებების შესრულება. ფუნქცია-მოვალეობები: ** ეროვნული ბანკის სამართალშემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ** ეროვნული ბანკის კომპეტენციის სფეროში სამართლებრივი აქტების, პროცედურებისა და პროცესების აღწერილობების პროექტების მომზადება, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად ეროვნული ბანკის სამართლებრივ აქტებში შესატანი ცვლილებების პროექტების მომზადება; ** ეროვნულ ბანკში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის თაობაზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; ** საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისათვის და გამოქვეყნებისათვის წარდგენის უზრუნველყოფა; ** სამართლებრივი დასკვნების მომზადება სხვა უწყებებიდან განსახილველად შემოსულ კანონპროექტებსა და სხვა სამართლებრივი აქტების პროექტებზე; ** საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისათვის სამართლებრივი ხასიათის განმარტებების გაცემა საფინანსო სექტორის წარმომადგენლების საქმიანობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით; ** საფინანსო სექტორის წარმომადგენლების საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან დაკავშირებით მოქალაქეებისა და იურიდიული პირებისაგან შემოსული წერილების და განცხადებების განხილვა და პასუხების მომზადება; ** საჭიროების შემთხვევაში, ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პროცესში ჩართულობა. ძირითადი მოთხოვნები: ** განათლება: უმაღლესი განათლება სამართლის მიმართულებით (სასურველია მაგისტრის ხარისხი). ** მუშაობის გამოცდილება: სპეციალობით მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ სამართალშემოქმედების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება); ** საკანონმდებლო ბაზა: "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი; "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონი; საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტები; ** კომპიუტერული პროგრამები: MS Excel, MS Word, MS Outlook, MS Powerpoint - კარგად ** უცხო ენები: ინგლისური ენა - C1; კომპეტენციები: ** სამართლებრივი აქტების პროექტების, წერილების, ანგარიშების, შეთავაზებების მომზადება; ** კრიტიკული აზროვნება; ** შიდა კომუნიკაციის დაგეგმვა და წარმართვა; ** იდეების დასაბუთება, დარწმუნება; ** მოლაპარაკებების წარმართვა; ** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი; ** შედეგზე ორიენტაცია; ** მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტურობა; ** გუნდური მუშაობა; ** ცოდნა ორგანიზაციის მისიის, საჯარო სამსახურის ეთიკის და საზოგადოებრივი სარგებელის შესახებ. კონკურსის ფორმა: ** გასაუბრება; ** წერითი ან/და ზეპირი დავალება. ** ანაზღაურება - განისაზღვრება 3 000-დან 3 700-მდე დარიცხული ლარის ოდენობით. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2020 წლის 10 ივლისამდე CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancies@nbg.gov.ge სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სამართალშემოქმედებისა და ევროკავშირის სამართალთან დაახლოების განყოფილების სპეციალისტი (იურისტი).

3000 3700 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 26/06/2020
ბოლო ვადა: 10/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: