საკვეთი პლოტერის ოპერატორი

გზაჯვარედინი

კომპანია "გზაჯვარედინი" 2007 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში. ძირითად საქმიანობას მოძრაობის უსაფრთხოების ტექნიკური საშუალებების წარმოება, რეალიზაცია და მომსახურება წარმოადგენს. კომპანია "გზაჯვარედინი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საკვეთი პლოტერის ოპერატორი. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის 122 ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-ხუთშაბათი 09:00-18:00, პარასკევი 09:00-17:00 ** ანაზღაურება: 750 ლარი ** ვაკანტური ადგილი: 1 ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** მიღებული დავალებების შესაბამისად პროგრამული ესკიზების შექმნა; ** საკვეთი პლოტერის გამოყენებით შუქამრეკლი ფირების დამუშავება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** აუცილებელია, Corel-ში მუშაობის ცოდნა (AutoCad-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); ** აუცილებელია, წარმოების სფეროში, მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (განიხილება სარეკლამო კომპანიაც); პიროვნული უნარები: ** დეტალებზე ორიენტაციის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდურობა/კოლეგიალურობა; ჩვენ გთავაზობთ გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან ერთად მუშაობას, პროფესიული ზრდის შესაძლებლობებს, დაზღვევასა და სხვა ბენეფიტებს. კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: nia@crossroad.ge 2020 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება;

750 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 19/11/2020
ბოლო ვადა: 16/12/2020

მსგავსი ვაკანსიები: