საკვები დანამატების პროდაქტ მენეჯერი

ავერსი ფარმა

შპს "ავერსი–ფარმა" აცხადებს ვაკანსიას საკვები დანამატების პროდაქტ მენეჯერის  პოზიციაზე

 

 ძირითადი ფუნქცია მოვალეობები

  •  მსოფლიო ბაზარზე და ადგილობრივ ბაზარზე საკვებ დანამატებთან მიმართებაში არსებული ტენდენციების გაცნობა, ანალიზი;
  •  ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნილებების განსაზღვრა საკვებ დანამატებთან მიმართებაში;
  •  ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნილებების გათვალისწინებით, მომწოდებლების მოძიება მსოფლიო ბაზარზე, პროდუქციის შერჩევა, ბიზნეს გეგმის მომზადება, მომწოდებელთან ხელშეკრულების პირობებზე მუშაობა და ხელშეკრულების გაფორმება;
  •  მომწოდებლებთან უწყვეტი კონტაქტი პირობების გაუმჯობესების, სხვადასხვა ხარვეზების გამოსწორების მიზნით;
  •  შერჩეული პროდუქციის რეალიზაციის გეგმის მომზადება;
  •  პროდუქციის რეალიზაციის გეგმის შესრულების მონიტორინგი;
  •  სააფთიაქო ქსელში პროდუქციის რეალიზაციის მასტიმულირებელი აქციების, აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება;
  •  ყოველთვიური, ყოველწლიური ფინანსური ანგარიშების მომზადება.
  •  პროდუქციის პირველი შეკვეთის მომზადება და პირველი პარტიის გადანაწილება სააფთიაქო ქსელში თვიური, რეალიზაციის გეგმის გათვალისწინებით;
  •  ფარმაცევტებისა და სამედიცინო მარკეტინგის ჯგუფის სწავლება;
  •  პროდუქციის სპეციფიკიდან გამომდინარე სამედიცინო, საექიმო ან/და მომხმარებელზე გათვლილი საინფორმაციო-სარეკლამო მასალის მომზადება;
  •  მომხმარებელთა მხრიდან რეკლამაციების შეგროვება, გაანალიზება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

 

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  •  უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  •  სამედიცინო მარკეტინგის წარმომადგენლის, პროდაქტ მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  •  ინგლისური და რუსული ენების ფლობა მინიმუმ B2 დონეზე;
  •  ბრწყინვალე წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  •  მოლაპარაკებების მართვის უნარი;
  •  ანალიტიკური უნარი;
  •  პრიორიტეტების განსაზღვრის, ორგანიზებისა და პროექტის მართვის საუკეთესო უნარი.

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy@aversi.ge ან დაგვიკავშირდით

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16; ტელ: 032 2 506 506 (შიდა ნომერი 1575);

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა:  31.01..2021. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

 

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 16/01/2021
ბოლო ვადა: 31/01/2021

მსგავსი ვაკანსიები: