საკრედიტო რისკების ანალიტიკოსი

ქართული კრედიტი

მიკროსაფინანსო  ორგანიზაცია სს „ქართული კრედიტი“ დაფუძნდა– 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით  ფუნქციონირებს ქართულ ფინანსურ ბაზარზე. დღეისათვის „ქართული კრედიტი“ საქართველოს მასშტაბით არსებული 13 ფილიალის საშუალებით საფინანსო მომსახურებას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს / საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს.

 

ქართული კრედიტი აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო რისკების ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი

რეზიუმეების მიღების საბოლოო ვადა: 2020 წლის  08 ნოემბერი

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საკრედიტო კომიტეტის ფარგლებში სესხის განაცხადის ინდივიდუალური რისკ ანალიზი და საკუთარი ლიმიტის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ან/და საკრედიტო კომიტეტისთვის რეკომენდაციის გაწევა;
  • პასუხისმგებლობა მის მიერ ჩატარებული რისკ ანალიზის ხარისხზე და კომპანიის პოლიტიკასთან შესაბამისობაზე;
  • გარე ფაქტორების  ანალიზი საკრედიტო რისკის დროულად გამოსავლენად;
  • საკრედიტო საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული მოკლევადიანი და გრძელვადიანი გადაწყვეტილებების კონტროლი, ანალიზი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სრული უმაღლესი ეკონომიური/ფინანსური/მათემატიკური განათლება;
  • ბიზნეს და აგრო დაკრედიტების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • საკრედიტო რისკების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება - ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ფინანსური სისტემისა და პროცესების გამართული ცოდნა;

 

აუცილებელი უნარები:

  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალზე ორიენტაცია;
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
  • გუნდური მუშაობა, კოლეგიალობა.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • ფიქსირებულ ხელფასს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • სატელეფონო ლიმიტს;
  • საინტერესო და დინამიურ სამსახურს.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@geocredit.ge

 

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

შემდეგი ეტაპისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებს.

 

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართულ კრედიტში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 03/11/2020
ბოლო ვადა: 17/11/2020

მსგავსი ვაკანსიები: