საკრედიტო ოფიცერი მარტვილში

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას  საკრედიტო ოფიცრის თანამდებობაზე. 

 სამუშაო ადგილდებარეობა: მარტვილი 

,,კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით 

მართავს 310 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმებული ყავს 1,000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50-მდე ფილიალით და ემსახურება 100,000-ზე მეტ მომხმარებელს. 

 

 „კრისტალი“ გთავაზობთ: 

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას 
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს 
  • საუკეთესო სამუშაო პირობებს 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • მიკრო-სესხების, მათ შორის აგრო, ბიზნეს და სამომხმარებლო სესხების დამუშავება/გაცემა; 
  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება; 
  • არსებული და პოტენციური  კლიენტებისთვის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზება; 
  • სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებების დაგეგმვა და/ან მონაწილეობა; 
  • პოტენციურ კლიენტებთან ჩაღრმავებული ინტერვიუს ჩატარება; 
  • განაცხადის შევსება და მომხმარებლის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია; 
  • მიღებული ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებით გადამოწმება; 
  • მიღებული ინფორმაციის ანალიზი; 
  • სესხის უზრუნველყოფის შეფასება; 
  • დამუშავებული იფნორმაციის კომიტეტზე წარდგენა; 
  • კომიტეტის გადაწყვეტილების კლიენტისთვის გაცნობა; 
  • შესაბამისი ხელშეკრულების მომზადება და კლიენტისთვის გაცნობა; 
  • სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა; 
  • კლიენტთან დაკავშირებული მთლიანი დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვა; 
  • გაცემული სესხის მიზნობრიობის შესრულების მეთვალყურეობა და კონტროლი; 
  • კლიენტების მიერ გრაფიკის შესაბამისად გადახდების კონტროლი; 
  • ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა და დაფარვის უზრუნველყოფა; 
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე; 
  • საკრედიტო პროტფელის ზრდასა და ხარისხზე ზრუნვა. 

 

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები: 

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობათ); 
  • ფინანსური მათემატიკის, ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობათ); 
  • მცირე ბიზნესისა და რეგიონის მომხმარებელთა ბაზრის ცოდნის სათანადო დონე; 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე, 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი; 
  • ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული; 
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი; 
  • რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე რუსული/აზერბაიჯანული ენების ცოდნა. 

 

დაინტერესებულ პირებს 2020 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით  შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა 

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე. 


სრული განაკვეთი
მარტვილი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 01/10/2020
ბოლო ვადა: 15/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: