საკრედიტო ექსპერტი

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია - ირაო

სსდაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. 2007 წლიდან "ირაოს" სრულუფლებიან დამფუძნებელსა და პარტნიორს წარმოადგენს "ვენის სადაზღვევო ჯგუფი" (http://www.vig.com), რომელიც ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიაა. ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ ფინანსურ დაცულობასა და სტაბილურობას, თქვენთან ერთად მუდმივად ვიზრუნოთ ცხოვრების გამარტივებასა და სიმშვიდეზე (https://irao.ge/)

 

სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო“ აცხადებს ვაკანსიას

თანამდებობა: საკრედიტო ექსპერტი (საბანკო გარანტიების დაზღვევის მიმართულებით)

ადგილმდებარეობა: თბილისი 0160, ბოჭორიშვილის ქ. 88/15

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი, 2020 წელი

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს, საჭიროების შემთხვევაში დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას;
  • ფიქსირებულ ხელფასს (გამომდინარე კანდიდატის გამოცდილებიდან) + საკომისიო;
  • კორპორატიულ ნომერს სატელეფონო ლიმიტით მუშაობის დაწყების პირველივე დღიდან;
  •  ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა ბენეფიტებს გამოსაცდელი ვადის შემდეგ.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • შიდა და საერთაშორისო გარანტიების მომზადება კორპორაციული კლიენტებისათვის;
  • ახალი კლიენტების მოძიება, მათთან კონტაქტის დამყარება და გარანტიების შეთავაზება;
  • დოკუმენტაციის განხილვა და რეკომენდაციების მომზადება;
  • განსაზღვრულ ვადაში გარანტიების გაყიდვების გეგმის შესრულება;
  • გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
  • დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, კლიენტების მოთხოვნების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება;
  • მენეჯმენტისათვის პერიოდული ანგარიშების / პრეზენტაციების მომზადება;
  • გარანტიებთან  დაკავშირებული მონაცემების მართვა;
  • ბაზარზე მიმდინარე პროცესების პერმანენტული შესწავლა და ანალიზი. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნესის მიმართულებით;
  • გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო ან სადაზღვევო სფეროში, სასურველია ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით;
  • გარანტიის დოკუმენტაციის დამუშავების მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების MS Office-ის ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

 

სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • სერვისზე ორიენტირებული;
  • ინიციატივიანი;
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარი;
  • ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი.

 

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: gvantsa.saatashvili@irao.ge  ან დარეგიტრირდით ჩვენს საიტზე: https://irao.ge/ka/career

გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

სს “დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 30/09/2020
ბოლო ვადა: 14/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: