საკრედიტო ექსპერტი / ანაზღაურებადი სტაჟირება

ქართული კრედიტი

მიკროსაფინანსო  ორგანიზაცია სს მისო „ქართული კრედიტი“ დაფუძნდა– 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით  ფუნქციონირებს ქართულ ფინანსურ ბაზარზე. დღეისათვის „ქართული კრედიტი“ საქართველოს მასშტაბით არსებული 13 ფილიალის საშუალებით საფინანსო მომსახურებას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს / საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს.  

 

„ქართული კრედიტი“ აცხადებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას საკრედიტო ექსპერტის საქმიანობაში. 

ადგილმდებარეობა :  თბილისისა და კახეთის ფილიალები. 

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადა: 13 სექტემბერი, 2020 წელი. 

 

ვის ვეძებთ ჩვენ: 

ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია გაყიდვებითა და ფინანსურ ორგანიზაციაში კარიერის განვითარებით. აქტიურ, ინიციატივიან, სერვისულ და გუნდურ კანდიდატებს მიენიჭებათ უპირატესობა.  

ასევე სასურველია, თუ განათლება ბიზნესის, ეკონომიკის ან აგრო მიმართულების კუთხით გაქვთ მიღებული. 

 

რა უნდა იცოდეთ: 

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამები - სამომხმარებლო დონეზე; 
  • რუსული ენა - სასაუბრო დონეზე (მარნეულისა და რუსთავის ფილიალის კანდიდატებისთვის). 

 

რა დაგევალებათ: 

  • საკრედიტო საქმიანობის შესწავლა; 
  • სესხის გაცემის და დამუშავების პროცედურების შესწავლა;  
  • ახალი კლიენტების მოზიდვა, საკრედიტო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება; 
  • საკრედიტო განაცხადის მომზადება, დადასტურების შემთხვევაში სესხის გაცემის უზრუნველყოფა, საკრედიტო ექსპერტთან ერთად. 

 

რას გთავაზობთ: 

  • მზარდ ფინანსურ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილებას; 
  • საკუთარ შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებას; 
  • ახალი უნარების აღმოჩენას; 
  • მზარდ ანაზღაურებას; 
  • სასიამოვნო და საინტერესო სამუშაო გარემოს. 

 

სამუშაო დეტალები: 

  • ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი; 
  • კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით; 
  • სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00-მდე. 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@geocredit.ge  

შემდეგი ეტაპისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებს.  

გთხოვთ, წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.  

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართულ კრედიტში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად,

შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება

თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე

და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. 


სრული განაკვეთი
თბილისი ,  გურჯაანი ,  ლაგოდეხი ,  წნორი ,  თელავი ,  ყვარელი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 10/09/2020
ბოლო ვადა: 13/09/2020

მსგავსი ვაკანსიები: