საკომპრესორო დანადგარების ოპერატორი

სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას, საკომპრესორო დანადგარების ოპერატორის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით. კატეგორია: ენერგეტიკა; ანაზღაურება: 700-დან 1500 ლარამდე დარიცხული ხელფასი (პროფესიული უნარების და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად); მდებარეობა: ქ. თბილისი. მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით; ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში; ფუნქციები და პასუხისმგებლობა: ** უსაფრთხო გაზებზე მომუშავე სხვადასხვა ამძრავით აღჭურვილი სტაციონალური და გადასატანი კომპრესორის მომსახურება, რომლის მუშა წნევა არ აღემატება 1მპა (10კგძ/სმ2 - მდე), წარმადობა 6 კუბ.მ/წთ; ** კომპრესორის გაშვება - გაჩერება და საჭირო რეჟიმის რეგულირება, მუშა პარამეტრების უზრუნველყოფა; ** კომპრესორის მუშაობაზე და დამხმარე მოწყობილობებზე დაკვირვება; ** კომპრესორის მექანიზმის ხახუნზე მომუშავე ნაწილების გაპოხვა და გაციება; ** კომპრესორის გაცივების სისტემაზე დაკვირვება; ** კომპრესორის მუშაობისას შეუსაბამობების გაფრთხილება, აღმოჩენა და მათი აღმოფხვრა; ** კომპრესორის დამცავ და გამზომ მოწყობილობებზე კონტროლი; ** ძრავების მომსახურება; ** კომპრესორის ზეთით გამართვა და ზეთის ჩამოშვება სახარჯ და ავარიულ ავზებში; ** ზეთის დონის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში დამატება; ** საკომპრესორო სადგურის დანადგარებისა და მოწყობილობების რემონტში მონაწილეობის მიღება. უნდა იცოდეს: ** დგუშიანი კომპრესორების, ტუმბოების და ძრავების მუშაობის პრინციპი, მათი ტექნიკური მახასიათებლები და უსაფრთხო მომსახურების წესები; ** კომპრესორის, ტუმბოსა და ძრავის მუშაობისას გაუმართაობის და შეუსაბამობის, დროულად აღმოჩენის და აღმოფხვრის წესები; ** დამცავ - მარეგულირებელი მოწყობილობების, საკონტროლო - გამზომი ხელსაწყოების და მართვის ავტომატიკის დანიშნულება, მოწყობა და მუშაობის პრინციპი, მათი გადამოწმების ვადები და ხერხები; ** საკომპრესორო სადგურის მილგაყვანილობის სქემა; ** კომპრესორის საფეხურებზე მუშა წნევა და შესაბამისად ჰაერის ტემპერატურა; ** მომსახურე აგრეგატების ცალკეული კვანძების გახურების დასაშვები ტემპერატურა, მათი გადახურების თავიდან ასაცილებლად ზომების მიღება; ** ზეთის მარკა და სორტი, რომელიც გამოიყენება კომპრესორისათვის; ** წნევაზე მომუშავე ჭურჭლების მოწყობის და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესები; ** უსაფრთხოების ტექნიკის წესები ელექტრომეურნეობაში; ** პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესები; ** ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების წესები; ** საწარმოო სანიტარიის და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესები. სამუშაოს მაგალითები: ** საკომპრესორო სადგურში არსებული დანადგარების და მოწყობილობების შემოვლა, შემოწმება; ** წყლის გასაცივებელ აუზებში ან ავზებში წყლის დონის შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში წყლის ჩამატება; ** საკომპრესორო დანადგარებში ზეთის დონის შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში ჩამატება; ** ზეთის ხარჯის აღრიცხვა; ** ​კომპრესორების გაცივების სისტემის საცირკულაციო ტუმბოს ჩართვა და წყლის მოძრაობაზე დაკვირვება; ** სავენტილაციო სისტემის ჩართვა; ** კომპრესორის ჩართვა და სამუშაო რეჟიმზე გაყვანა; ** დაჭირხნული ჰაერის გაშვება ქსელში; ** მუშაობის პროცესში ჰაერის წნევაზე დაკვირვება, სამუშაო რეჟიმის დაცვა; ** საკომპრესორო სადგურის დანადგარების მომსახურება უსაფრთხოების ტექნიკის წესების დაცვით; ** ​კომპრესორების გაჩერება; ** ​ჰაერშემკრებების გაქრევა; ** საკომპრესორო სადგურის მუშაობის ტექნიკური ანგარიშგების დოკუმენტაციის წარმოება; ** საკომპრესორო სადგურის დასუფთავება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** პროფესიული განათლება; ** უნდა ჰქონდეს შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება. უნარები: ** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა; ** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ; ** ცვლილებებისადმი ადაპტაცია; ** კომუნიკაცია; ** პროფესიონალიზმი; ** პროდუქტიულობა; ** ხარისხზე ორიენტირება; ** უსაფრთხოება; ** სტრესულ გარემოში მუშაობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "საკომპრესორო დანადგარების ოპერატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 12/05/2020
ბოლო ვადა: 11/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: