სახელმწიფო შესყიდვების სპეციალისტი

Black Sea Arena

შპს "ბლექ სი არენა ჯორჯია"- აცხადებს ვაკანსიას სახელმწიფო შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი ქალაქი თბილისი (საჭიროების შემთხვევაში მივლინება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნატანებში); სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 19:00 საათამდე; ანაზღაურება: 2000 ლარი (გამოსაცდელი ვადის პერიოდში შრომის ანაზღაურება შეადგენს 1750 ლარს); შესასრულებელი ფუნქცია-მოვალეობები: ** შესყიდვების გეგმის მომზადებაში მონაწილების მიღება; ** საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება და ხელშეკრულების პროექტების მომზადება; ** გაფორმებული ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება; ** ხელშეკრულების შესრულების ვადების კონტროლი; ** მიმწოდებლებთან კომუნიკაცია ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ** სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაციის ატვირთვა შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში; ** სატენდერო პროცედურების უზრუნველყოფა; ** ბაზრის კვლევა; ** სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა საქმიანობების განხორციელება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა (წერითი უნარები, მეტყველება) - B2 . უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; ** კომუნიკაბელურობა; ** გუნდური მუშაობის უნარი. საკონკურსო თემატიკა: ** საქართველოს კანონი "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"; ** საქართველოს კანონი "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ"; ** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ"; ** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრაძანება "გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე"; ** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის№7 ბრძანება "შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ"; ** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 8 თებერვლის№1 ბრძანება "სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ"; ** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანება "შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ"; ** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლისბრძანებაა №2 "თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ"; ** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის ბრძანება №7 "კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ"; ** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის ბრძანება №2 "შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ"; ** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის №27 ბრძანება "სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ"; ** "სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის ბრძანება №11 "ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ"; ** საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვარის №55 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი - "სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ"; კონკურსი ტარდება 2 ეტაპად: ** წარმოდგენილი განაცხადების გადარჩევა; ** გასაუბრება საკონკურსო თემატიკაში. შერჩეული კანდიდატი დაინიშნება 3 თვიანი გამოსაცდელი ვადით. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და სარეკომენდაციო წერილი მისამართზე: info@bsa.gov.ge და წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "შესყიდვების სპეციალისტი". განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა - 12 ივნისი. დამატებითი ინფორმაცია: გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია შპს "ბლექ სი არენას ჯორჯიას" მონაცემთა ბაზაში ინახება არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "ბლექ სი არენას ჯორჯიას"-თვის ხელმისაწვდომი გახდება გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების შპს "ბლექ სი არენა ჯორჯია"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა თქვენი კანდიდატურის განსახილველად. გისურვებთ წარმატებას!

2000 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 06/06/2020
ბოლო ვადა: 12/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: