სახელმწიფო შესყიდვების კურსი

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია

სახელმწიფო შესყიდვების კურსი

 

„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“ გიწვევთ სახელმწიფო შესყიდვების 15 საათიან კურსზე.

 

ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი თემები:

  • სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მოწყობის კონცეფცია;
  • სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა;
  • სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მოწყობის კონცეფცია;
  • სახელმწიფო შესყიდვის საშუალებების მიმოხილვა;
  • სატენდერო/ საკონკურსო პირობები (სპეციფიკაციები, საკვალიფიკაციო მოთხოვნები);
  • მეთოდური მითითებებისა და რეკომენდაციების მიმოხილვა;
  • სატენდერო წინადადება და მისი წარდგენა;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა და მასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები;
  • შერჩევა-შეფასების პროცედურა ელექტრონულ ტენდერში;
  • შერჩევა-შეფასების პროცედურა ელექტრონულ ტენდერში (პრაქტიკული ნაწილი);
  • სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება;
  • შავი სია და თეთრი სია;
  • უფლების დაცვა - თეორიული ნაწილი (დავის განმხილველი ორგანოები და მათი კომპეტენცია, დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრება, გასაჩივრების პროცესში ჩართულ მხარეთა უფლება-მოვალეობები);
  • დავების განხილვის საბჭო (პრაქტიკული ნაწილი), დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების განხილვა;
  • სახელმწიფო შესყიდვების სფეროში დაგეგმილი ცვლილებები.

 

დრო: 16, 18, 20, 23, 25, 27, 30 ივნისი და 2 ივლისი, 19:30 - 21:30 (სულ 8 შეხვედრა). ტრენინგების გამართვის ადგილი: ონლაინ შეხვედრების პლატფორმა Zoom-ი.

სერტიფიკატების გადაცემის ადგილი: „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ ოფისი, ლუბლიანას 13ბ, თბილისი

 

ტრენერები:

ნოდარ ხერხეულიძე - უფროსი იურისტი, შპს „ჯორჯიან მანგანეზი“

ალექსანდრე ჩხიკვიშვილი - კონსულტანტი/ექსპერტ-ანალიტიკოსი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო დავით ჯაიანი - ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

 

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, არაუგვიანეს 10 ივნისისა, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა ამ შევსებული ფორმით:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSf0TPJXGMktNePaLfN_DifquY- sBBZeSY8im07PrdlFM8bCtg/viewform


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 06/06/2020
ბოლო ვადა: 10/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: