სახარჯი მასალების სამედიცინო წარმომადგენელი

ავერსი ფარმა

შპს "ავერსი–ფარმა" აცხადებს ვაკანსიას სახარჯი მასალების სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე ქ. თბილისში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული  ენის ცოდნა
  • აუცილებელია კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა; შედეგზე ორიენტაცია; პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, გადაწყვეტილების მიღების უნარი.

 

ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

  • ბაზრის შესწავლა და ანალიზი სახარჯი მასალების შესახებ და მათი რეალიზაციის სტრატეგიის განსაზღვრა.
  • პოტენციური და პერსპექტიული მომხმარებლების (საბითუმო რეალიზაციის) გამოვლენა და მათთან საქმიანი კონტაქტების დამყარება.
  • საბითუმო და საცალო მომხმარებლებისათვის წამახალისებელი ღონისძიებების მოწყობა ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით.
  • გასაყიდ ობიექტებზე სტრატეგიული პროდუქციის არსებობისა და განლაგების კონტროლი.
  • ფირმის მიერ დაგეგმილი აქციების, კონკურსებისა და სხვადასხვა ღონისძიებების დაწყების შესახებ ინფორმაციის მიწოდება საბითუმო მომხმარებლისთვის.
  • პროდუქციის პრომოცია სამედიცინო დაწესებულებებში.

 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: vacancy@aversi.ge (გთხოვთ, ელფოსტის სათაურში(subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება), ან წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე:

  • ფოტოსურათი 3x4 - 1ც.; 
  • დიპლომის ასლი; 
  • პირადობის მოწმობის ასლი; 
  • სარეკომენდაციო წერილები

მისამართზე:  ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16 ტელ: 032 2 506 506 (შიდა ნომერი 1575); განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 20 მარტი, 2020 წელი.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

 


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 20/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: