საინჟინრო-ტექნიკური სისტემების ინჟინერი

თბილღვინო

კომპანია "თბილღვინო" ქართული ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციასაც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ, აფასებენ და ენდობიან. შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად! "თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას საინჟინრო-ტექნიკური სისტემების ინჟინრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სარაჯიშვილის 2 სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის საინჟინრო-ტექნიკური სისტემების მონიტორინგის მიზნით საჭირო სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება;
  • არსებული შენობა-ნაგებობებისა და დანადგარების მდგომარეობის შემოწმება მათ გაუმართაობასთან დაკავშირებული მოსალოდნელი საფრთხეების იდენტიფიცირების მიზნით;
  • კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე, მეურნეობაში გეგმიური და დაუგეგმავი ვიზიტების განხორციელება, საინჟინრო-ტექნიკური კუთხით უსაფრთხოების შემოწმების მიზნით;
  • კომპანიის საინჟინრო-ტექნიკური სისტემებში მოსალოდნელი საფრთხეების და რისკების იდენტიფიცირების მიზნით საჭირო წინასწარი კონტროლის სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება;
  • ვიდეო კამერებისა და სიგნალიზაციის გამართული მუშაობის კონტროლი და პრობლემების აღმოფხვრა;
  • გათბობისა და კონდიცირების სისტემების გამართულობის მონიტორინგი და გამოვლენილ პრობლემებზე შესაბამისი რეაგირება;
  • სამაცივრე სისტემების გამართულობის მონიტორინგი და გამოვლენილ პრობლემებზე შესაბამისი რეაგირება;
  • კომპანიის რკინიგზის ჩიხის წესრიგში ყოფნის კონტროლი.
  • რთველის პერიოდში ე.წ. რთველის რეჟიმში მუშაობა, კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, როგორც თბილისის ქარხანაში, ისე ყვარლის რაიონში პირველად ქარხანაში.
  • სამუშაოების ორგანიზება და შესრულება ISO მოთხოვნების დაცვით.
  • უსაფრთხოების ტენიკის დაცვა ISO-ს მოთხოვნების შესაბამისად.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება (პროფესია ინჟინერი (უპირატესობა: მექანიკოსი / ელექტრიკოსი)
  • ანალოგიურ თანამდებობაზე მუშაობის მინ 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია სასმელების / კვების მრეწველობის სფეროში);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პრიორიტეტების სწორად დასახვის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • საკუთარი ავტომობილი და მართვის მოწმობა;

ჩვენ გთავაზობთ:

  • ღირებულებებზე დაფუძნებულ, ძლიერ კორპორატიულ კულტურაში მუშაობის შესაძლებლობას;
  • სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • სხვა დამატებით ბენეფიტებს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 17 მარტის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@tbilvino.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება. გისურვებთ წარმატებებს! CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 17/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: