საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი

პსპ დაზღვევა

"პსპ დაზღვევააცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტის თანამდებობაზე .

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • რეგულარული ტექნიკური სამუშაოების შესრულება (საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ლოკაციაზე გასვლა);
  • ოფისის გარეთ ლოკაციებზე ექიმების VPN კავშირის უზრუნველყოფა.
  • სამუშაო ადგილის პერიფერიული მოწყობილობებით აღჭურვა, მათი გამართული ფუნქციონირების უზუნველყოფა;
  • ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, დამხმარე პროგრამებით უზრუნველყოფა და განახლება;
  • კომპიუტერული ტექნიკისა და ლოკალური ქსელის პერიოდული პროფილაქტიკური შემოწმება;
  • თანამშრომელთა კონსულტაცია კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მოხმარების საკითხებში;
  • სისტემის ვირუსებისგან გაწმენდა, ანტივირუსული ბაზების განახლება;
  • დისტანციურად (ტელეფონით, remote desktop) პრობლემის მოგვარება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

ცოდნა და გამოცდილება:

  • მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება IT სფეროში;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ოპერაციული სისტემების MS Windows XP 7, 8, 10 სრულყოფილი ცოდნა;
  • პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაციისა და კონფიგურაციის ცოდნა;
  • ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN);
  • IP ტელეფონის მუშაობის სპეციფიკის ცოდნა.
  • კომუტატორებთან და მარშრუტიზატორებთან მუშაობის გამოცდილება;
  • Active Directory-სთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
  • ინგლისური ენის ცოდნა

 

პიროვნული თვისებები/უნარები:

  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ორგანიზებულობა, აკურატულობა

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@ipsp.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის  12 აგვისტო


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 31/07/2020
ბოლო ვადა: 12/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: