საინფორმაციო სამსახურის ტექნიკური ჯგუფის ოპერატორი

ახალი ქსელები

შპს "ახალი ქსელები" წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის კერძო ოპერატორს საქართველოში. იგი თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან. კომპანია დაარსდა 1996 წლის 2 აგვისტოს. მისი ძირითადი პრიორიტეტია მომხმარებელს მიაწოდოს კავშირის მაღალი ხარისხი და მომსახურების ფართო სპექტრი.

 

შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო სამსახურის ტექნიკურ ჯგუფში ოპერატორის პოზიციაზე თბილისის ფილიალში.

 

მოვალეობები:

  • აბონენტის სატელეფონო ზარის მიღება და ტექნიკური დახმარების გაწევა;
  • კომპანიის ინტერნეტ და ტელეფონის სერვისების პირველადი ტექნიკური დახმარება, დიაგნოსტიკა და რეაგირება;
  • აბონენტების კონსულტირება კომპანიის სერვისებთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებზე;
  • გამავალი ზარის განხორციელება მომსახურების სრულყოფის მიზნით;
  • მომხმარებლისათვის მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევა;
  • კონსულტაციის გაწევა პროდუქტების და მომსახურების პირობებზე, ვადებზე, ტარიფებზე და სხვა.

 

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • DSL, ETTH, FTTH, IPTV და VoIP ტექნოლოგიების და თითოეულის მომსახურების წესის ცოდნა;
  • დაკვირვებულობა და დეტალების მიმართ ყურადღება;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების სასურველია;

 

აუცილებელი უნარ–ჩვევები:

  • კომუნიკაციის უნარი;
  • გამართულად მეტყველება;
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@ak.ge

გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიისა დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.

 

გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 03/06/2020
ბოლო ვადა: 30/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: